რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გაემართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-16 წლების ზამთარში ბაქოს დრამატულმა წრემ ბაქოში 14 წარმოდგენა გამართა, ბალახანში – 3. სპექტაკლების რეჟისორი იყო იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს სახაზინო თეატრში ივანე გომართელის, ივანე მაჭავარიანის, ნიკოლოზ ლომოურის, გრიგოლ რობაქიძის, კარლო ჩხეიძის, ილია კარგარეთელის და სხვ. მონაწილეობით აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი დილა გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს სახაზინო თეატრში ეკატერინე გაბაშვილის, დომინიკა ერისთავის, მარიამ საფაროვა-აბაშიძის, კიტა აბაშიძის, ალექსანდრე აბაშელის, ვაჟა-ფშაველას და სხვ. მონაწილეობით აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი დილა გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს სამოქალაქო პანაშვიდზე კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა სამგლოვიარო საგალობლები შეასრულა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 31 ივლისს ყვარელში, იური ჭავჭავაძის სახლში, ილიას დღე გამართეს. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 აპრილს ხაშურში ელსაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის რეჟისორობითა და მონაწილეობით „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში ანა შოთაძის, იუზა ზარდალიშვილის, დ. ძნელაძის, დ. სხალაძის და სხვ. მონაწილეობით ვოდევილი „ვაი ყობოს“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტს ქართველ ქალთა სახელოსნო სკოლაში მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო საღამო გამართეს.