რეგისტრირებული ფაქტები84007
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და პატარა ფატი გოკიელის სურათი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა სექციამ შალვა დადიანის ხელმძღვანელობით სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ მარტს ხაშურის დრამატულმა წრემ წარმოადგინა აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ . დადგმის რეჟისორი იყო იუზა ზარდალიშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ ზაქარიას ძე კიკნაძემ ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკ. გრ. ჯუმუხაძემ და ნიკ. სიხარულიძემ აჭარლებს მთელი წლით გამოუწერეს „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ მაისს ეგნატე თომას ძე ნინოშვილს სახალხო სახლში ღონისძიება უნდა გაემართა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი მაკო მიხეილის ასული საფაროვ-აბაშიძისა ავად იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 23 აპრილს მსახიობი ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძე თელავის თეატრში მიიწვიეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადო კრებაზე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე, გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე, მოსე ივანეს ძე თოიძე, ალექსანდრე რომანოზის ძე მრევლიშვილი და პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 აპრილს ახალი კლუბის დარბაზში ქართულ კულტურის მოყვარეთა საზოგადოების თაოსნობით გამართულ ღონისძიებაზე დავით ილარიონის ძე კასრაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „უხელო რაფაელნი და მათი ცისფერი ყანწები“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 აპრილს ნაძალადევის თეატრში გიორგი იშხნელის მონაწილეობით „დრონი ჩვენი ცხოვრებისა“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 აპრილს გიორგი ნონიას ძე ჯაბაურის თაოსნობით სახალხო სახლში წარმოადგინეს „ქრისტინე“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აპრილს სახალხო სახლში ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა შექსპირის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ჰამლეტი“, თარგმნილი ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ.