საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის შეეძინათ სიმინდი და პური მათი გასამრჯელოთი. დადგენილებას ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირების თხოვნა, რომ მათი კუთვნილი გასამრჯელოთი შეეძინათ სურსათი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების იურიდიული კონსულისთვის კირილე იესეს ძე ნინიძისთვის მიენდოთ დიმიტრი ჩოლოყაშვილის მიერ ნაანდერძევი ქონების განაღდება და სათანადო დაწესებულებების, ორგანოების წინაშე შუამდგომლობის აღძვრა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი დიმიტრი ჩოლოყაშვილის ანდერძის შესახებ. ანდერძი არ იყო დამტკიცებული. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასული სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 17 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა პაოლო იაშვილის წერილი „ყანწელები 1942 წელში“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტიციან ტაბიძემ ჩაიწერა და გაზეთ „საქართველოში“ გამოაქვეყნა სერგეი სუდეიკინის საუბარი ქართველი მხატვრების შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფირონი და კორდელია“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „საქართველო“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსი „გადარეცხილ კუბოებზე“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა იგორ ტერენტიევის ლექსი „დიდებულია“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ და სერგეი სუდეიკინმა „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონისთვის“ დეკორაცია დახატეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი „ქიმერიონი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის სტატია „პეიზაჟი უკუღმა“.

1922

ტიპი: ავტორობა

პეტრე ბობორიკინი იყო ავტორი წიგნისა „რომანის ისტორია ევროპაში“.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა პეტრე ბობორიკინის გარდაცვალების ცნობა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ნიკოლოზ მიწიშვილი აპირებდა გამოეცა ლექსების კრებული „წმინდანიანი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძემ სტატიაში „ქიმერიონი“ აღწერა ბენია ჩხიკვიშვილის დამსახურება ქართული თეატრისა და ხელოვნების განვითარებაში.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნიკო ლორთქიფანიძემ, ქუთაისის რაბისის თავმჯდომარემ, კრებული გამოსცა.

1922

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ მზადდებოდა ჟურნალ „ხომალდის“ მეორე ნომერი, რომელშიც შევიდოდა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ვარლამ რუხაძის, ლეო ქიაჩელის და გიორგი ქუჩიშვილის ლექსები.

1922

ტიპი: ღონისძიება

ილია ზდანევიჩი უძღვებოდა პარიზში არსებული პოეტების პალატის რუსულ განყოფილებას.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ევგენი დვალის გარდაცვალების ცნობა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული წიგნის „რევოლუციის პოეტების“ გაყიდვის შესახებ ცნობა დაიბეჭდა.