რეგისტრირებული ფაქტები87012
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვარლამ პავლეს ძე მგელაძე II მსოფლიო ომში, 1915 წლის მარტში, ფეხში დაჭრეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამომცემლობამ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო წიგნი „ოჯახის ბურჯი“ დაბეჭდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 მარტს დომინიკა ერისთავი-მდივნის თავმჯდომარეობით ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 აპრილს ბაქოს ქართულ დრამატულ დასს შალვა დადიანის ბენეფისი უნდა გაემართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მარტში ქუთაისის დასმა იუზა ზარდალიშვილი 23 მარტს „ჰამლეტში“ და 25 მარტს „ყაჩაღებში“ სათამაშოდ მიიწვია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 მარტს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ღამე“ და „ფული და ხარისხი“ უნდა წარმოედგინა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
მოხალისე მებრძოლი ერმალოზ როსტომის ძე კორძაია I მსოფლიო ომში, 1915 წელს, პრუსიის საზღვარზე მოკლეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 მარტს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში ადგილობრივი მოსწავლეებისა და ხალხის თანდასწრებით აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი რუსულ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად თბილისში უნდა წამოსულიყო.

