რეგისტრირებული ფაქტები84008
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 29 იანვრამდე ა. რიჟაძე თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ვ. გოცირიძე ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრამდე ვ. გოცირიძე ქუთაისის სამაზრო გამომძიებლის მოვალეობის აღმსრულებელი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 29 იანვარს, 10 საათზე ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ეკატერინა ადამის ასულ მუათის წირვა გაიმართებოდა და შემდეგ საყდრის ეზოში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების მოსმენის შემდეგ მთავრობამ დაადგინა, ქუთაისის სამაზრო გამომძიებლის მოვალეობის აღმსრულებელი ვ. გოცირიძე ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დანიშნულიყო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო ახლად დაბეჭდილი ჟურნალ „ჯეჯილის“ ნომერი (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), რომელშიც დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის, ნორა დიასამიძის, შიო მღვიმელის, ანასტასია წერეთლის ნაწარმოებები, ანასტასია თუმანიშვილის და ე. ხუნდაძის თარგმანები. ჟურნალი გაეგზავნებოდათ მხოლოდ იმ ხელმომწერებს, რომელთაც დამატებით 400 მანეთი ჰქონდათ გადახდილი.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ოტიას ასული დადიანი-ერისთავი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ოტიას ასული დადიანი-მდივანი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა ოტიას ასული დადიანი-ყიფიანი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 30 იანვარს ინჟინერ ივანე ოტიას ძე დადიანს ქაშვეთის წმ. გიორგის საყდრიდან გამოასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ოტიას ასული დადიანი-კოჩაკიძესი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 30 იანვარს ცენტრო-ბანკში, ქართულ-გერმანულ საზოგადოებაში კ. ჰაანი წაიკითხავდა მოხსენებას „სავაჭრო მიმოსვლის გზები ძველად საქართველოში“. დასწრება თავისუფალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 იანვარს დილის 12 საათზე სამხედრო სამინისტროს (მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე) სამნეო განყოფილებაში სიტყვიერი და წერილობითი განცხადებით დანიშნული იყო საჯარო ვაჭრობა თბილისის გარნიზონისთვის ერთი წლის ვადით ხორცისა და ცხიმის ჩაბარების შესახებ. დაწვრილებითი ცნობები მსურველებს შეეძლოთ მიეღოთ ყოველდღე სამნეო განყოფილების სასურსათო სექციაში, ბარიათინის ქუჩა N10.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აირჩიეს ბიურო, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, რაფიელ ინგილო, შალვა ქარუმიძე, კოტე აფხაზი. ერთი წევრის არჩევა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 31 იანვარს სოფელ აბანოში (გორის მაზრა) ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილისა გარდაიცვალა.