საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92673

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ლავრენტი ბალუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით შექმნილი მორწმუნეთა საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

ლავრენტი ბალუაშვილი გარდაიცვალა 1920 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

1920

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ბაქრაძე სომხეთ-საქართველოს და რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომებში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში იოსებ გედევანიშვილი აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920-იან წლებში გიორგი თავაძე მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი საფლავი არ არსებობს.

1920

ტიპი: განათლება

1900-იან წლებში გიორგი თაყაიშვილი ცნობილი იყო, როგორც კარგი მოჭადრაკე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძეს ჰქონდა დაწერილი ნაშრომები რუსეთის იმპერიის არმიის ცალკეული ნაწილების, კავკასიის ომის ისტორიის შესახებ და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძის რედაქტორობით გამოიცა „კავკასიის კრებულის” 14 ტომი, რომელშიც გაშუქებული იყო 1826-1828 წწ. სპარსეთთან, 1828-1829 წწ. თურქეთთან და 1823-1845 წწ. მიურიდიზმთან ომების ისტორია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძემ ნაშრომი მიუძღვნა კავკასიაში რუსეთის ადმინისტრაციული მართვის ისტორიას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920-იან წლებში სიმონ ესაძის დამსახურებით მოწესრიგდა კავკასიის არმიის შტაბების, კორპუსებისა და ნაწილების არქივების მასალები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი კერესელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენელი იყო პოლონეთში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ მეშვეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი, ალექსანდრა, თამარ, ნიკოლოზ, ელენე, ნინო, ნიკუშა და ოლიკო წერეთლები, თალიკო და სოსიკო ვარაზიშვილები იუწყებიან, რომ მათი ბაბუის, დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის გასვენება იყო რკინიგზის სადგურზე სამშაბათს, 30 დეკემბერს, საღამოს 4 საათზე, ხოლო დაკრძალვა იქნებოდა სოფელ ცხრუკვეთში, პარასკევს, 2 იანვარს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში მუშათა ცენტრალურ კლუბში დაიდგმებოდა იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდებოდა თბილისში დაბრუნებას, რადგან იმედი ჰქონდა მისი წერილი დახვდებოდა და არ სურდა იმედი გაცრუებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში გემბანზე სიღრმისეული ბომბის აფეთქება ანახეს. ასეთ მექანიზმს ხშირად იყენებდნენ წყალქვეშა ნავების გასანადგურებლად.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ პირად სურვილებსა და მისწრაფებებს თუ გაჰყვებოდა ხომ იცოდა სადაც მიიყვანდა. ყველაფერს ერჩივნა სახლში ჯდომა და მშვიდად ცხოვრება, მაგრამ ეს თვეები საქმისთვის უნდა შეეწირა, როგორც ეს ომის პერიოდში იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებისას ბევრი საქმე ელოდა. დაძაბული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ სიამოვნებას განიცდიდა, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო არასდროს ჰქონია და აუცილებლად წარმატებისთვის უნდა მიეღწია.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისაკენ მგზავრობისას ზღვის ნოტიო ჰავამ კარგად იმოქმედა და თავის ტკივილს აღარ შეუწუხებია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმიდან ნოვოროსიისაკენ მანძილი 252 მილი იყო. თბილისში დაბრუნებისას 1000 მილი გამოუვიდოდა ნამგზავრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სამხედრო გუბერნატორმა და გენერალმა კუკ-კოლისმა წაიყვანეს ნავმისადგომში, სადაც ნავი ელოდებოდა კრეისერზე გადასაყვანად.