რეგისტრირებული ფაქტები84008
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ყოველწლიური კონცერტი 21 დეკემბერს გაემართა. ეს საქმე იკისრეს ოლღა ჭავჭავაძისამ, მარიამ სარაჯიშვილისამ, მარიამ ზაქარიას ასული გაბაშვილმა და ეკატერინე გაბაშვილმა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1911
ტიპი: ნასამართლეობა
1911 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი იაროსლავის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მარტს სახალხო სახლში თბილისის ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ვინჩენცო მონტის „კაი გრაკხი“ უნდა წარმოედგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 მაისს ალ. ტ. გოგაშვილის რეჟისორობით ნაძალადევის თეატრში „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 აპრილს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ნიკოლაევის ციხეში გარდაიცვალა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ბაქოდან თბილისში მეტეხის ციხეში გადმოიყვანეს და პოლიტიკური დანაშაულის გამო 8 წლით კატორღა მიუსაჯეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მარტში ხაშმის ორკლასიანი სკოლის გამგე ალ. ესტ. მოზდოკელი, რომელიც გორში საკონსერვო საქმის შესასწავლად იმყოფებოდა, ხაშმში დაბრუნდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძე გურიისა და აჭარის სცენებზე თამაშობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ალაგირის ქართული სკოლის დარბაზში დაჭრილ მეომართა დასახმარებლად სამსონ სოლომონის ძე მეტრეველის, ნ. ლობჟანიძის, ალ. ხიდაშელისა და სხვ. მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს „მოულოდნელი შემთხვევა“, რუსულ ენაზე – „ორი მშიერი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 დეკემბერს კაპიტანმა ტარას დავითის ძე ვაშაკიძემ სარიყამიშის ბრძოლაში ერთი როტით გაიმარჯვა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სამხედრო ბეგარის საქმეთა საქალაქო საკრებულოს გამგეობის მუშაობის ანგარიშების სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს ალექსანდრე ხატისოვი, კანდიდატებად – ანდრია ღულაძე და ი. ს. ბუღდანოვ-ბაღდასაროვი.