რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს იოსებ ჯორჯაძე საბუის არჩილ ჯორჯაძის სახელობის სამკითხველოს გამგე იყო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს თბილისში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია შეუერთდა ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ჯგუფს, რომელიც ქალაქის განაპირა უბნებში სახალხო წარმოდგენებს მართავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოსურმა დრამატულმა წრემ სახალხო სახლში ოსურად თარგმნილი ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ წარმოადგინა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 25 აპრილს ირ. ლუარსაბის ძე ხელაძე ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 16 ნოემბერს უეცრად გაირდაიცვალა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების ბუღალტერი ა. კლეპანსკი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქ.თბილისის ახალი საბჭოს პირველი კრება, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარედ 73 ხმით 1-ის წინააღმდეგ ნიკოლოზ არღუთინსკი-დოლგორუკოვი აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ნოე გოცირიძემ (ცარიცინმა) 3 მანეთი შესწირა, გ. ბელქანიამ – 5, თ. აფხაზიშვილმა – მანეთი.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წელს ახალციხის რაიონის სოფ. უდეში გარდაიცვალა ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე და წიგნთსაცავ-სამკითხველოს გამგებელი იაკობ პავლეს ძე მერაბოვი.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 16 ნოემბერს პეტერბურგში გარდაიცვალა მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ივანე ივანეს ძე ტიხეევი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისის გამგეობამ გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა 18 ნოემბრის საბჭოს დადგენილება ნიკოლოზ ვასილის ძეარღუთინსკი-დოლგორუკოვის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის ნოემბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ პორფირე ბაღდავაძის საქმე, რომელსაც ძმის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის მარტში შაქრო ხატიაშვილი მთავარანგელოზის სამრევლო სკოლის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი იყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნებული იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატიის მიხედვით, 1906 წლის 26 მაისს საქართველომ პირველი სათათბიროს წარმომადგენლები აირჩია.

