რეგისტრირებული ფაქტები90463
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს მთავარგამგე ჭუმბურიძემ და მდივანმა არჯევანიძემ სენაკის ქალაქის გამგეობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი იანვრიდან ნიკოლოზ ანჯაფარიძე სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობაში სენაკის განყოფილების 1918 წლის ანგარიში წარადგინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობა საკუთარი ხარჯით ინახავდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, წიგნის მაღაზიასა და საქსოვ სახელოსნოს.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 26 იანვარს დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა გურამიშვილის მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე სწერდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ბაქოში სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე სომხების გარდა დაესწრნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლივერ უორდროპი, სპარსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. სულ ორმოცამდე სტუმარი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ ბრიტანეთიდან მოსულ ახალ ამბებში მისი კავკასიაში საქმიანობის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის გაწეული მუშაობის შესახებ ეწერა. ამ ინფორმაციას ლონდონური გაზეთებიდან შეიტყობდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, იმედოვნებდა, რომ თბილისში დაბრუნებულს მისი წერილი დახვდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ბაქოში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. სპარსულ ენაზე მისი გამოსვლები ამ ენის მასტერკლასად ითვლებოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ სამ ვახშამზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ყოველთვის გვერდით ეჯდა და ოთხი საათი საუბრობდნენ ხოლმე, რამაც საშუალება მისცა მათ უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 და 29 იანვარს თბილისის საკრებულო დარბაზში გაიმართებოდა ლიდია ჯონსონის და მისი პარტნიორის, ალფეროვის საცეკვაო საღამოები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ჩამოვიდა სობინოვის იმპრესარიო ა. ლევიტოვი, რომელიც 26 და 27 იანვარს გამართავდა კონცერტებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღის აღსანიშნავად გაიმართებოდა ტრადიციული ეროვნული საღამო მარიამ რამიშვილისა და ოლღა სვანიშვილის მონაწილეობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად პროფესორი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით თბილისში, არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა საღამო, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ფშავიდან საგანგებოდ ჩამოვიდა პოეტი ბაჩანა (ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილი).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 და 27 იანვარს თბილისში ჩამოსული იმპრესარიოს, ა. ლევიტოვის კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ ცნობილი მომღერალი სობინოვი, ასევე კოდიტოვი და ბალერინა ლიდია ჯონსონი თავის პარტნიორ ალფეროვთან ერთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგის, სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით ამავე სკოლაში გაიმართა საშობაო საღამო.

