რეგისტრირებული ფაქტები89376
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ავტორობა
1940 წლის 5 თებერვლის გაზეთ „კომუნისტში“ რეჟისორმა ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავამ განაცხადა: „ფილმ „ქრისტინეზე“ მომუშავე ოპერატორი სრულიად უვიცი გამოდგა. ჩემი თხოვნა, ზოგიერთი რამ უფრო მსხვილად გადაეღო, უყურადღებოდ დასტოვა. ამაზე ჩვენ დიდი ჩხუბი მოგვივიდა და სოფელ აჭში ოპერატორი თავისი აპარატით მაღლობიდან ჩამოვაგორე“.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 თებერვალს მარიამ ლუარსაბის ასულ ჩიკოიძეს საკუთარი ბინიდან (დუშეთის ქ. N31) გამოსვენებდნენ და წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა გიორგი ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას მისწერა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იმავე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად ვერა გიორგის ასული ავალიშვილი დანიშნეს. თუმცა, დანიშვნის დამამტკიცებელი საბუთები გიმნაზიის კანცელარიის საქმეებში არ აღმოჩნდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვალს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდ სიყვარულს უძღვნიდა მას, ძვირფასსა და საყვარელ ჯეიმსს, ენდისა და ნინოს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ჯაგეტიანცი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების სამხატვრო კომისიამ მიიღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს განცხადება, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის სახურავი დაზიანებული იყო და წყალი ჩადიოდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობთა კავშირის საბჭომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მსახიობ გიორგი იშხნელის ცხედარი თბილისში გადმოესვენებინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგმებოდა ოპერა „ფაუსტი“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-4 სომხური გიმნაზიის მასწავლებელი ვასილ დავითის ძე მამულოვი განათლების სამინისტრომ დანიშნა საქართველოში სომხური სასწავლებლების საოლქო ინსპექტორად.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე (ვანო) ბარველი სოხუმის თეატრის მსახიობი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ვასილ ბარნოვის თხზულებათა გამოცემას, I ტომი გამოვიდოდა თებერვლის ბოლოს, მასში მოთავსებული იყო მოთხრობები: „ალუჩა“, „ყვავილებში“, „მეჩვენა“, „თებერას დანიშნული“, „ისნის ცისკარი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიამ შეიძინა ნიკო ნიკოლაძის 500 000 მან.ღირებულების ძვირფასი წიგნსაცავი ფოთში, სადაც გაიგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გაბრიელ ცისკარიშვილი და ბიბლიოთეკარი რომანოვი. წიგნსაცავი შეიცავდა 6 - 7 ათას ტომს. ამავე კომისიას გადაეცა კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის წიგნსაცავი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე კერენსკი პრაღაში დოქტორ კარელ კრამარჟთან ერთად რუსეთთთან ხელშეკრულების პირობების შემუშავებას აპირებდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოსე ფირანის ძე შენგელია იყო კარპე ფირანის ძე შენგელიას ძმა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობ გიორგი არადელი-იშხნელის ოჯახი და ასევე დრამატული საზოგადოება იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 5 თებერვალს, 16 საათზე სოფელ არადეთში (ქარელი).
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელი მსახიობი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის დედა იყო ნინო იშხნელი.

