საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87003

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 8 დეკემბერს თბილისის საბჭომ თავადი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი და ხმოსანი მ. ს. შესტაკოვი ქალაქის გამგეობის წევრებად აირჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 დეკემბრის საღამოს მარიამ თეოდორეს ასული რომანოვი და მისი თანმხლები პირები: თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ლინდენი და გენერალი ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ბორჯომიდან ბათუმისკენ გაემგზავრნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 დეკემბერს არქიმანდრიტ გერმოგენის სახლში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ძმობის წევრებისა და თანამოაზრეების შეკრება გაიმართა, რომელსაც ეგზარქოსი ფლაბიანე დაესწრო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ თბილისის სასულიერო სემინარიაში დაარსებულ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ძმობას 100 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 9 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საგუბერნიო ექიმი ტიტე ქიქოძე წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დაჯიდლოვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი და კონსტანტინე შათირიშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული 1899 წლის კედლის კალენდარი თბილისის წიგნის მაღაზიებში 40 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის კორესპონდენცია „ს. აწერისხევი, ავადმყოფობა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს თბილისის პოლიციამ ექიმ ფონ-ერტელის დაკარგული მცირეწლოვანი ქალიშვილი ქალაქის ერთ-ერთ სარდაფში იპოვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თელავში ყაზარა ხითაროვმა წიგნების ახალი მაღაზია გახსნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იურისტი პოდმეშალსკი ლეჩხუმის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 4 დეკემბერს თბილისის გამგეობის წევრი ალექსანდრე მიხეილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი ავადმყოფობის შემდეგ თანამდებობრივ საქმიანობას დაუბრუნდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილი სკოლებისთვის პატარ-პატარა ადვილად საკითხავი წიგნების გამოცემას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი რიონის სადგურის მოსანახულებლად თბილისიდან იმერეთში გაემგზავრა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის სტატია „ქოროღლი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ ზაქარია ჭიჭინაძისგან საჩუქრად მიიღო პატარა წიგნი „ლექსთა კრება, ანუ საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმისა და აჭარის მხრის შემოერთება დიდ პასუხისმგებლობას სდებდა განათლებულ საზოგადოებას.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, მარი ბროსე ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიას ქართულად წერდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I თბილისში ჩამოსვლას აპირებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 ივლისს არაკინმა აფხაზეთში ქვრივებსა და ობლებს შემწეობა დაურიგა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში წაკითხული მოხსენებისა „ბავშვების აღზრდა ოჯახში“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბერს სათავადაზნაურო ბანკში იაკობ მანსვეტაშვილის თავმჯდომარეობით საგანგებო კრება გაიმართა, რომლის მდივნად არტემ ახნაზაროვი აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 დეკემბერს დუშეთში ი. ო. პარჩევსკის თავმჯდომარეობით ადგილობრივი სასამართლოს სესია უნდა გამართულიყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ და ეპისკოპოსმა კირიონმა სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.