საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1920

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 20 მარტს დაპატიმრებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძის ჩხრეკისა და დატუსაღების ორდერი შეადგინა საქართველოს ჩეკას კომისარმა კ. დვალმა, ჩხრეკისას არალეგალური ვერაფერი აღმოაჩინეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს აუწყა, რომ გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილი ავადმყოფობის გამო ერთი თვით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 მარტს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებელმა კლავდია ალექსეევამ პირველი მარტიდან სამსახურს თავი დაანება. მან მიზეზად მცირე ანაზღაურება დაასახელა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძემ მოქალაქეებს ვ. ლ. პუტილოვსა და აბაციევს საქართველოს საზღვრებში თავისუფალი შემოსვლა-გასვლისა და ცხოვრების ნება დართო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომის დღე“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა დავითის ასული ოქრომჭედლიშვილი სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა დავითის ასული ოქრომჭედლიშვილი-ბადრიძისა სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პელაგია ივანეს ასული ოქრომჭედლიშვილისა სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 21 მარტს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფურცელაძე, მეუღლესთან, სოფიო დავითის ასულ ფურცელაძესთან, შვილებთან და რძლებთან ერთად იუწყებოდა, რომ დედის, მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის პანაშვიდს გადაიხდიდნენ ქაშვეთის ეკლესიაში და სოფელ მერეთში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო დავითის ასული ფურცელაძე ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფურცელაძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო დავითის ასული ფურცელაძე მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფურცელაძე მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში მატრონა დანიელის ასულ ცინცაძის ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო კონსტანტინეს ასული ფურცელაძე-ნატროშვილისა მარიამ ნიკოლოზის ასული ფურცელაძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა მიხეილის ასული ტარტარაშვილისა პოლკოვნიკ კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნადია გიორგის ასული მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დიმიტრი გიორგის ძე მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის ძმა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილი თელავის მე-6 პოლკის პოლკოვნიკი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ გიორგის ასული მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პაშა დიმიტრის ასული მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს სოფელ შემოქმედში ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძეს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ იასონის ასული ოქროპირიძე-მარუაშვილისა დეკანოზი იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ იასონის ძე ოქროპირიძე დეკანოზ იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს სოფელ ქარელში დეკანოზ იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.