რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მარტს გორის სამაზრო ერობის გამგეობა დაბალი სკოლების მთავარ გამგეს აცნობებს, რომ ჯავის უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორმა ივ. სანაყოევმა სარევიზიოდ გაუშვა ოსთა სკოლების ინსტრუქტორი მასოხოვი, რომელსაც მათ მიერ დავალებული ჰქონდა განათლების განკარგულების თანახმად სასწავლებელში ჩაეტარებინა რევიზია. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე. (1920 წლის 11 მარტი)
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მარტს ოლივერ უორდროპმა მარგარეტ კოლეტს სთხოვა, საქართველოში არ ჩამოსულიყო, რადგან პოლიტიკური მოვლენები გამო მის სამსახურში რთული ვითარება იყო შექმნილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მართა მაქსიმეს ასული მეხუზლა-ჯაყელისა იასე რაჭველის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი მაქსიმეს ძე მეხუზლა იასე რაჭველის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იასეს ასული მეხუზლა იასე რაჭველის ქალიშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა ნიკოლოზის ასული მეხუზლა იასე რაჭველის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იასე რაჭველი (მეხუზლა) ბელეტრისტი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 მარტს ქაშვეთის ეკლესიაში ბელეტრისტ იასე რაჭველის (მეხუზლას) წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 მარტს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ალექსი გიორგის ძე კოვლელაშვილს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვ სახელოსნოში 12 ქალი უფასოდ სწავლობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს ალექსანდრე ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობის წევრები კრედიტის 60 000 მანეთამდე გაზრდას ითხოვდნენ, რათა სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვი სახელოსნო სამრეწველო კომიტეტის წევრების მიერ თბილისიდან გაგზავნილმა ინსტრუქტორმა შეამოწმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობის წევრები ცდილობდნენ, სამეგრელოს სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნის მაღაზიიდან წიგნები და საკანცელარიო ნივთები დაბალ ფასში მიეცათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 მარტს ელისაბედ დავითის ასულმა აბდუშელიშვილმა ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს სთხოვა ეშუამდგომლა მთავარგამგესთან. რადგან ის ავადმყოფობდა და ვერ შეძლებდა გიმნაზიაში მუშაობას გაეთავისუფლებინათ ერთი თვით სამსახურიდან. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ექიმის ცნობას ავადმყოფობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 მარტს ექიმმა დ. ლორთქიფანიძემ მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოსთვის წარსადგენად მისცა მოწმობა, რომ ის ქრონიკული ციებ-ცხელებით (მალარიით) ძლიერად იყო დასუსტებული და თან ნაღრძობი, შესიებული ფეხი სტკიოდა, რის გამოც მას ხანგრძლივი მკურნალობა და ერთი თვით დასვენება სჭირდებოდა. მოწმობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს ექიმი დ. ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ გიორგის ძე ამილახვარი თამარა სარდიონის ასულ ამილახვრის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ გიორგის ძე ამილახვარი ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილის ნათესავი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა სარდიონის ასული ამილახვრისა ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილის ნათესავი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე სიმონის ძე კობიაშვილი ოლღა ივანეს ასული კობიაშვილისას მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე სიმონის ძე კობიაშვილი ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილის სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა ივანეს ასული კობიაშვილისა ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილის ქალიშვილი იყო.

