საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86412

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წლის სექტემბერში საქართველოს მწერალთა კავშირის თხოვნითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით სიმონ წვერავა გაგზავნეს აფხაზეთში მწერალთა ორგანიზაციის ქართული სექციის თავმჯდომარედ.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948-1952 წლებში სიმონ წვერავა იკავებდა ქართული ალმანახის რედაქტორის თანამდებობას აფხაზეთში.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლის ივნისში საქართველოს მწერალთა კავშირის მოთხოვნითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით სიმონ წვერავა დაინიშნა გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის” დირექტორად.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამომცემლობა „საბლიტგამში” დაიბეჭდა სიმონ წვერავას მოთხრობებისა და ნოველების კრებული „სოფლის სურათები”.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წელს გამომცემლობა „საბჭოთა მწერალმა” გამოსცა სიმონ წვერავას მოთხრობებისა და ნარკვევების კრებული „მჭედლების უბანი”.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს „საბლიტგამმა” გამოსცა სიმონ წვერავას მხატვრული ნარკვევების კრებული „სოფლის მეურნეობის მოწინავე ადამიანები”.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა სიმონ წვერავას კრიტიკული წერილების კრებული „წერილები ლიტერატურაზე”.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს „საბჭოთა მწერალმა” გამოსცა სიმონ წვერავას დოკუმენტური მოთხრობების კრებული „ფოლადის გზებზე”, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 40 წლისთავს.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს „ნაკადულმა” გამოსცა სიმონ წვერავას წიგნი „ჩემი სოფლის სურათები”.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ივანე მესხის ფელეტონი „ციურიხიდამ“ გამოქვეყნდა.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წლის 2 იანვარს აღინიშნა სიმონ წვერავას დაბადების 60 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა მისი მოთხრობების კრებული „მოთხრობები”.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს „ლიტერატურა და ხელოვნებამ” გამოსცა სიმონ წვერავას ლიტერატურული წერილების მეორე კრებული „ნარკვევები ლიტერატურაზე”.

1968

ტიპი: ავტორობა

1968 წელს „ნაკადულმა” გამოსცა სიმონ წვერავას დოკუმენტური მოთხრობა „მწვანე ოქროს გმირი”.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წელს „ნაკადულმა” დაბეჭდა სიმონ წვერავას დოკუმენტური მოთხრობა „ასკანელი ქალიშვილი”.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა სიმონ წვერავას მოთხრობების კრებული „იმ ბობოქარ დღეებში”.

1966

ტიპი: თანამდებობა

1966 წლიდან სიმონ წვერავა ხელმძღვანელობდა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოსთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925-1935 წლებში სიმონ წვერავა იყო ლენინური კომკავშირის წევრი.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წელს ახალგაზრდობის რევოლუციურ ტრადიციებზე აღზრდაში აქტიური მონაწილეობისათვის სიმონ წვერავა ალკკ ცენტრალურმა კომიტეტმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

1969

ტიპი: ღონისძიება

1969 წელს ლენინური კომკავშირის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით სიმონ წვერავა დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით.

1982

ტიპი: გარდაცვალება

სიმონ წვერავა გარდაიცვალა 1982 წლის 30 იანვარს.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ ვასილის ძე მთვარაძე დაიბადა 1905 წლის 30 მაისს საგარეჯოში.

1928

ტიპი: ღონისძიება

სიმონ მთვარაძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს სიმონ მთვარაძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თედო სახოკია პარიზიდან სამშობლოში დაბრუნდა უსახსრობის გამო.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1937 წლებში სიმონ მთვარაძე მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ.