საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86412

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1939 წლებში სიმონ მთვარაძე იკავებდა საქართველოს მწერალთა კავშირის დრამსექციის მდივნის თანამდებობას.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943-1944 წლებში სიმონ მთვარაძე მუშაობდა რაიაღმასკომის პასუხისმგებელ მდივნად საგარეჯოში.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია მიხეილ რომანოვის ბორჯომის მამულში მეტყევედ მუშაობდა.

1947

ტიპი: თანამდებობა

1947 წელს სიმონ მთვარაძე იკავებდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგის თანამდებობას.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წელს სიმონ მთვარაძე იყო თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის პასუხისმგებელი მდივანი.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს სიმონ მთვარაძემ დაიწყო სწავლა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს სიმონ მთვარაძემ დაამთავრა თბილისის სათავადზნაურო გიმნაზია.

1926

ტიპი: განათლება

1926 წელს სიმონ მთვარაძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს სიმონ მთვარაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა სიმონ მთვარაძის პირველი პიესა „ჩვენც”.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა სიმონ მთვარაძის პიესა „შლეგი”.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939 წელს რუსთაველის თატრში დაიდგა სიმონ მთვარაძის პიესა „მთაგრეხილზე”.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს დაიდგა სიმონ მთვარაძის პიესა „სურამის ციხე”.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოქვეყნდა სიმონ მთვარაძის მოთხრობა „ამბავი ივრის ხეობაში“.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს საბავშვო ჟურნალ „ოქტომბერში” დაიბეჭდა სიმონ მთვარაძის პირველი მოთხრობა „მანქანამ გაიმარჯვა”.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს სიმონ მთვარაძემ დაწერა პიესა „ჩვენც, ჩვენც!”

1928

ტიპი: ღონისძიება

ბორის ჩხეიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბორის ივანეს ძე ჩხეიძე დაიბადა 1904 წლის 30 დეკემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულში.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წელს ბორის ჩხეიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1922 წლებში ბორის ჩხეიძე მუშაობდა მასწავლებლად შორაპნის მაზრის დაწყებით სკოლაში.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1923 წლებში ბორის ჩხეიძეს ეკავა წითელი არმიის რაიკომის მდივნის თანამდებობა თბილისში.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1931 წლებში ბორის ჩხეიძე მუშაობდა სახბანკის აღმრიცხველად თბილისში.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1935 წლებში ბორის ჩხეიძე მუშაობდა სახელგამის რედაქტორად.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1939 წლებში ბორის ჩხეიძე იყო განსახკომის ლიტმუშაკი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში მამის სიკვდილის გამო თედო სახოკია იძულებული გახდა დაეტოვებინა ჟენევის უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებულიყო.