საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89295

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 თებერვალს ცენტრობანკში (თბილისი, პუშკინის ქ. N3) დანიშნული იყო ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკის“ აქციონერთა პირველი საზოგადო კრება, რომლის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნინო (ცუცა) პეტრიაშვილი-ბახტაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში პოლონეთის წარმომადგენელმა ვაცლავ ოსტროვსკიმ მიწისძვრით დაზარალებულებს 10 000 მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გამოვიდა ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძის (ჟუჟისპირელის) მოთხრობა „ტყის ძმები“ გურიის 1905 წლის მოძრაობის შესახებ. ფასი 40 მანეთი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სახელოვნებო-სალიტერატურო უპარტიო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში გაიმართა მოლაპარაკება გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძესა და იტალიის სამოქალაქო მისიის ფინანსურ კომისიას შორის. იტალიის მთავრობამ აიღო ვალდებულება, 30 მილიონი იტალიური ლირა გადაეცა გზათა დეპარტამენტისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ივანე სარაჯიშვილის ბენეფისისთვის ოპერა „ჰუგენოტები“ უნდა დაედგათ. სარაჯიშვილს რაულის პარტია უნდა შეესრულებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ახალი მხატვრული ჟურნალი „პარნასი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ცნობილი მოცეკვავე ლიდია ჯონსონი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ლიდია ჯონსონი თეატრ „ტარტოში“ მეორედ უნდა გამოსულიყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ტასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და შალვა დადიანის შემადგენლობით ქართული დასი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში აჭარიდან ჩამოსული დელეგაცია შეხვდა აკაკი ჩხენკელს. მათ აჭარასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე ართვინსა და არტანუჯში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში თბილისში ჩამოვიდა მიხეილ ნანობაშვილი, რომელიც პარიზის გრანდ-ოპერაში მღეროდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში აფრიან ევანგულოვი თანამდებობიდან გადადგა და ერევანში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში თბილისის მილიციის უფროს ვლადიმერ სულაქველიძეს პასკევიჩის ქუჩის № 13-ში მდებარე კლუბ „უნიონის“ დახურვა დაევალა, რადგან იქ სისტემატურად თამაშობდნენ ბანქოს, რაც კანონით აკრძალული იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ბაქოში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო მინისტრის, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი (სურათით) ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელი 1-ელ მარტს ორგანიზაცია „ჩემოსა“ და ტიტო იულევის ძე ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება ამერიკაში 2 000 ტონა მარგანეცის გასატანად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და ტიტო ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება 2000 ტონა მარგანეცის ამერიკაში გატანაზე. ვალლაცი ტვირთში 410 000 იტალიურ ლირას იხდიდა. საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი იყო იაკობ ოკონჩი, კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ჟურული, ხოლო კომიტეტის წევრები – ი. მენაბდე და ნიკო ნიკოლაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ოზურგეთის სამაზრო ერობის მდივანმა, მიხეილ საბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ოსმალეთის ჯარის მიერ ოზურგეთის განადგურების შემდეგ საზოგადოების განყოფილება აღარ არსებობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ მარტს განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორის თხოვნა გიმნაზიის მასწავლებელ ნ. ბარანოვსკისთვის დახმარების სახით 1 600 მანეთის მიცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის თქმით, გიმნაზია იურიდიულად ვალდებული არ იყო ეზღვია გიმნაზიის პედაგოგის ნ. ნ. ბარანოვსკის ზარალი, რადგან როგორც გამოძიებიდან გაირკვა, ბარანოვსკი იქ მისულა იმ დროს, როდესაც გიმნაზიის დარაჯი არ მდგარა თავის პოსტზე და არც უნდა მდგარიყო. მაგრამ ზნეობრივად გიმნაზია ვალდებული იყო დახმარება გაეწია დაზარალებული მასწავლებლისთვის, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ზედი-ზედ სამი პალატო დაკარგა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორის თხოვნა და ნება დართო გიმნაზიის მასწავლებელ ნ. ბარანოვსკისთვის გადაეცათ დახმარების სახით 1600 მანეთი სასწავლებლის სპეციალური თანხიდან, გიმნაზიაში პალტოს დაკარგვის გამო ზარალის ასანაზარაურებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვს, აცნობოს (21 მაისის შუამდგომლობა N183) მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად ელისაბედ აბდუშელიშვილის დამტკიცების შესახებ. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი მღ. კ. გიორგიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტრომ ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს აუწყა, რომ მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს მიანიჭეს საშუალო სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლის წოდება და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე 1920 წლის პირველი მარტიდან (მინისტრის მოადგილის ბრძანება N66). ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია, მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.