რეგისტრირებული ფაქტები86425
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ აუწყა, რომ დაბა ცხინვალში 1920 წლის 23 და 27 დეკემბერს ჩატარებულ საზოგადო კრებებზე არჩეულ იქნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ახალი გამგეობა და სარევიზიო კომისია. ოქროპირიძის თქმით, საზოგადოება შეუდგებოდა მუშაობას მომავალი 1921 წლის იანვრიდან, ხოლო საწევროს შემომტანი 60 პირი 1920 წლიდან ჩაითვლებოდა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სრულუფლებიან წევრად.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისის სამაზრო ერობის გამგეობის წევრი ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 დეკემბერს სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვს თავისი თხოვნის თანახმად, მისცეს მოწმობა, რომ 1918 წლის პირველი ნოემბრიდან 1920 წლის პირველ იანვრამდე სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიაში ბუღალტრად მუშაობდა. ის საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, თუმცა საქმის წარმოების გაეროვნულების გამო თანამდებობიდან დაითხოვეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 29 დეკემბერს სანაპირო რაზმის ლეიტენანტი ივანე ვასილის ძე ზედგინიძე დაიღუპა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო კონტროლმა მისწერა განათლების სამინისტროს, ეცნობებინათ, რა შედეგით დასრულდა ნიკოლოზ ყაზბეგის მიმართ დაწყებული გამოძიება, რომელსაც სამინისტროს დავალებით სიღნაღის სამაზრო სასკოლო განყოფილება აწარმოებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ალექსანდრე ბეკზადიანმა ერევნიდან რადიოთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ნოტა გამოუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი გუგუშვილს უგზავნის წერილს, რომლშიც სთხოვს, სასწრაფოდ მივიდეს სერ ჯონ ტილთან და გადასცეს, რომ საქართველოს სჭირდება რეალური დახმარება ფინანსურად და იარაღით. როგორც გეგეჭკორი ამბობს, ლოიდ ჯორჯი პირადად დაპირდა მას დახმარებას და ნება მისცა, მისი სახელთ ეს ეცნობებინა საქართველოს მთავრობისათვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 დეკემბერს ოლღა ხოფერიამ და გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობეს, რომ სენაკის განყოფილებაში სულ 191 წევრი იყო. მათ შორის ნამდვილი წევრი იყო 89, მუდმივი კი — 102. საწევრო ყველას გადახდილი ჰქონდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლიდან 1922 წლის ივლისამდე გ. ძნელაძე საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სრულიად რუსეთის აღმასკომის თავმჯდომარედ დაინიშნა მიხეილ კალინინი, სახელმწიფო კომისიის საბჭოს თავმჯდომარედ – ვლადიმერ ლენინი, ცკ-ის მდივნად – აბელ ენუქიძე. ა. კ. პრეზიდიუმის წევრებად: იოსებ სტალინი, ლევ კამენევი, გრიგორი პეტროვსკი, პეტრე გერმოგენის ძე სმიდოვიჩი, პეტრე ზალუცკი.
1921
ტიპი: თანამდებობა
კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 6 თვით მუშაობდა ადმინისტრაციული წესრიგის დამმყარებლად სოხუმში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ივანე ცომაია მონაწილეობდა რუსეთის ჯართან შეტაკებებში სადახლოსა და ნავთლუღში, შემდეგ ბატალიონმა უკან დაიხია ლანჩხუთამდე, სადაც 25 მარტს მთელი იარაღი და შემადგენლობა ცომაიამ საბჭთა ხელისუფლებას გადასცა. ამის შემდეგ ის ოზურგეთში ცხოვრობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო დანიშნულების ნაწილი, რომლის უფროსად მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილი დაინიშნა. მას სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სერგო ქავთარაძე რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე სალარიძე — მდივნად.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, მიხეილ ანჩაბაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეუერთდა და მასთან ერთად იმალებოდა სხვადასხვა ადგილას. მისი ჩვენების მიხედვით, პირველივე დღიდან დაიწყეს ხალხის ხოცვა, ხელში ჩაიგდეს ჩეკისტი იაკოვლევი და დახვრიტეს, შემდეგ დღეებშიც თავს ესხმოდნენ და ხვრეტდნენ ჩეკისტებს.
1921
ტიპი: თანამდებობა
კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უფროს მილიციონერად მუშაობდა ბათუმში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-22 წლებში გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე ტექნიკუმის მასწავლებელი იყო დიდ ჯიხაიში.

