რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1964
ტიპი: გარდაცვალება
მიხეილ ჯაფარიძე გარდაიცვალა 1964 წლის 6 მაისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 მაისს, 11 საათზე, გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება. გუბერნიის მარშალმა სვიმონ წერეთელმა წაიკითხა რამდენიმე დეპუტატის საჩივარი საკრებულოს ამომრჩეველთა სიიდან მათი უკანონოდ გარიცხვის შესახებ. კრების გადაწყვეტილებით მომჩივანნი ამომრჩეველთა სიაში აღადგინეს.
1938
ტიპი: ღონისძიება
1938 წლიდან სოლომონ ხუციშვილი ლექციებს კითხულობდა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის მარტში სოლომონ ხუციშვილმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ავქსენტი ცაგარელის დრამატურგია”.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943-1950 წლებში სოლომონ ხუციშვილი მუშაობდა ბარათაშვილის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს, ქართლში მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, თედო სახოკიამ დაიწყო მასალების შეგროვება "ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანის" და "ქართული ანდაზების" გამოსაცემად.
1995
ტიპი: გარდაცვალება
სოლომონ ხუციშვილი გარდაიცვალა 1995 წელს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლიდან თედო სახოკია ახალგაზრდობის დროინდელი ნაღვაწის დალაგებასა და დასაბეჭდად მომზადებას შეუდგა.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1931 წლებში არჩილ ჩაჩიბაია მასწავლებლად მუშაობდა თბილისის შვიდწლიან სკოლაში.

