საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85080

1934

ტიპი: ღონისძიება

გრიგოლ ჩიქოვანმა ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1934 წელს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 მარტს გაზეთ „დროებაში“ კონსტანტინე გეგიაძის კორესპონდენცია „ოზურგეთი, თებერვლის 15-ს“ გამოქვეყნდა.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს გრიგოლ ჩიქოვანი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933-1936 წლებში გრიგოლ ჩიქოვანი ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების” ლიტმუშაკი იყო.

1927

ტიპი: განათლება

1927 წელს გრიგოლ ჩიქოვანმა დაამთავრა თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელი სკოლა.

1932

ტიპი: განათლება

1932-1936 წლებში გრიგოლ ჩიქოვანი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1936

ტიპი: განათლება

1936-1939 წლებში მწერალთა კავშირის მივლინებით გრიგოლ ჩიქოვანი სწავლობდა მოსკოვში კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე.

1950

ტიპი: თანამდებობა

1950-1955 წლებში გრიგოლ ჩიქოვანი მუშაობდა ჟურნალ „მნათობის” პროზის განყოფილების გამგედ.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955 წლიდან გრიგოლ ჩიქოვანი გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის” მთავარი რედაქტორი იყო.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობა „მისი გაზაფხული”.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 მარტს გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთლის ფელეტონი „ვნახე და მეწყინა“ გამოქვეყნდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ ჩიქოვანის პიესა „ორი ქოსატყუილა”.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობების კრებული რუსულ ენაზე.

1981

ტიპი: გარდაცვალება

გრიგოლ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1981 წლის 26 ნოემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვანიონ ალექსის ძე დარასელი დაიბადა 1909 წლის 25 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში.

1929

ტიპი: ღონისძიება

ვანიონ დარესელმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ვანიონ დარასელი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942 წელს ვანიონ დარასელი სამხედრო ოლქის რაბკორის მოადგილე იყო თბილისში.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს პეტრე ჩერექოვი "დროებაში" გამოქვეყნებული წერილით ამავე გაზეთში დაბეჭდილი ერთ-ერთი ხელმოუწერელი წერილის ავტორობას უარყოფდა.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს ვანიონ დარასელმა სწავლა დაიწყო ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სიღნაღის მაზრაში უამინდობით დაზარალებულ გლეხებთან დაკავშირებით თომა ტურიაშვილის „წერილი რედაქტორთან“ გამოქვეყნდა.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1930 წლებში ვანიონ დარასელი ასწავლიდა არასრულ საშუალო სკოლაში სოფელ ლიასა და ხორგაში.

1936

ტიპი: განათლება

1936-1940 წლებში ვანიონ დარასელი სწავლობდა როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ქუთაისში გამოქვეყნდა ვანიონ დარასელის პირველი კრებული.