რეგისტრირებული ფაქტები85119
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის" (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა 120 წევრზე მეტს აერთიანებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძემ ახალი ბიბლიოთეკა დააარსა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეთა მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: იოსებ ჩაჩავა, კიკო ცხვიტარია, ვამეხ ნოდია და სხვ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გუგუა ზაგაშვილმა 60 კაპიკი შესწირა სკოლისთვის, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივნისში ნიკოლოზ გიტოს ძე გოგიტიძის, თომა ზაქარიას ძე ნასიძის, გრიგოლ ნიკოლოზის ძე პაპიტაშვილისა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძის საწევრო გადასახადებით სულ 18 მანეთი მიიღო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნიისა და ზაქათალას ოლქის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.