რეგისტრირებული ფაქტები89882
სორტირება თარიღი მზარდობით
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძემ თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს დეტალებზე ისაუბრა.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის სექტემბერში სოფრომ მგალობლიშვილის დედა, მარიამ ბიბილური გარდაიცვალა.
1874
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1874 წლის 2 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე სიმამრს, თადეოზ გურამიშვილს ესტუმრა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 4 სექტემბერს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კონსტანტინე ბებუთაშვილის წინადადება სათავადაზნაურო ბანკის წევრებად მხოლოდ მემამულეების მიღების შესახებ. ამ წინადადებას მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეც.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წლის 5 სექტემბერს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებაზე ალექსანდრე ესტატეს ძე ერისთავი და ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი სათავადაზნაურო ბანკის დირექტორებად აირჩიეს.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წლის 5 სექტემბერს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებაზე ილია ჭავჭავაძე 138 ხმით 12-ის წინააღმდეგ სათავადაზნაურო ბანკის მმართველად აირჩიეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჩოლოყაშვილი სათავადაზნაურო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგში გაემგზავრნენ.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის ნოემბერში ხოტევის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ კაციტაძე გარდაიცვალა.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის ნოემბერში ხოტევის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იოანე დავითის ძე კაციტაძე გარდაიცვალა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე ოდესაში ჩავიდა და იქიდან ორ დღეში მოსკოვში გაემგზავრა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის საქმეებზე მოსკოვიდან პოლტავაში გაემგზავრა.
1874
ტიპი: გარდაცვალება
1874 წლის 10 ნოემბერს ღარის მთავარანგელოზისა და შარდომეთის, ონისა და ძეგლევის წმ. გიორგის ეკლესიების მღვდელი იოანე დავითის ძე მაქარაშვილი გარდაიცვალა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 14 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკი ესტუმრა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 22 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილს პეტერბურგიდან შეატყობინა, რომ რუსეთის შიდა ვაჭრობის ბანკთან მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა და პორტრეტების, გაზეთებისა და წიგნების შესაძენად 250 მანეთის გაგზავნა სთხოვა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის თავად-აზნაურთა ბანკის გამგეობასა და საგარეო ვაჭრობის ბანკთან ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად- ეს ბანკები თბილისის ბანკის გირაოს ფურცლებს 6%-იანი სარგებლით მიიღებდნენ.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს მათე იოსების ძე კერესელიძემ გორის ხაზინაში დაიწყო მუშაობა. გორში ცხოვრების პერიოდში მისი სახლი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი იყო. იქ წყდებოდა ყველა მნიშვნელოვანი და ქველმოქმედებასთან დაკავშირებული საკითხი.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის გაზაფხულზე მსახიობმა ეფროსინე ყიფიანმა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“ წაიკითხა, კორდელიას როლი ისწავლა და სცენაზე მისი თამაშის სურვილი გამოთქვა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წელს სცენაზე დადგეს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“. სპექტაკლში ილია კენტის როლს ასრულებდა.
1875
ტიპი: ორგანიზაცია
1875 წელს ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, ბესარიონ ღოღობერიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, იასე ჭავჭავაძე, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი თუმანიშვილი, პერტე უმიკაშვილი და რაფიელ ერისთავი ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად შექმნილი ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოების წევრები იყვნენ.

