რეგისტრირებული ფაქტები89851
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ძმა, ნოე რამიშვილი, რძალი მარიამ ქაიხოსროს ასული და ძმისწულები – ბენიკო და აკაკი ნოეს ძენი რამიშვილები იუწყებოდნენ, რომ ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილს 5 მარტს, საღამოს 5 საათზე კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოდან გამოასვენებდნენ თბილისის სადგურზე. მიცვალებულს დაკრძალავდნენ 7 მარტს, სოფელ ქვემო სურებში ახლად გარდაცვლილი მამის, ბესარიონ რამიშვილის გვერდით.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის გამგეობის დეპუტატებმა ქალაქის ახალი ექიმის თანამდებობაზე დ. დიმიტრიევი აირჩიეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბესარიონ მახარბელის ძე რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ნოეს ძე რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის ძმისწული იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვ. ალშიბაიამ ზუგდიდის სამკითხველოს 50 ქართული და რუსულენოვანი წიგნი შესწირა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბენიკო ნოეს ძე რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ძმა იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული განცხადებით ალექსი გრიგოლის ძე სნეჟკოვი მსურველებს ტყიანი მამულების შეფასებას და სამეურნეო შემოსავლების დაგეგმარებას სთავაზობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა დ. ჯინჭარაძემ, ამბაკო კიღურაძემ, ლ. ი. მარგალიტაძემ, ი. ბ. ყანჩაველმა, ს. ს. მგელაძემ და გ. ქ. თოიძემ სოფელ აცანის სამკითხველოსთვის ფულადი შემწეობა გაიღეს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივნისში მაკრინე ქაიხოსროს ასული ამირეჯიბისა და ელისაბედ ბაქრაძის მიერ ყულაბით შეგროვებული 26 მანეთი და 63 კაპიკი მიიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასამართლომ განაახლა საფინანსო კომისიის წევრის, ი. ა. თაიროვისა და ილია წამალაშვილის საქმის განხილვა, რომელიც ვერისუბანში მდებარე მიწის სადავო ნაკვეთს შეეხებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლოში სამსონ მაღალაშვილის საქმის განხილვა იყო დაგეგმილი, რომელსაც ერთ-ერთ დუქანზე შეიარაღებული თავდასხმა და ვახმისტრის ცოლის, ფედოსია ოზეროვას მკვლელობა ედებოდა ბრალად.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების საქმეთა მმართველი ი. ფ. ფონ-კრუზენშტერნი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თელავის სამოქალაქო სკოლის ღარიბი შეგირდების დამხმარე საზოგადოების გამგეობამ მეჯლისი და ლატარია ალეგრი გამართა. მათ შემოსავლიდან რვა თუმანი საზოგადოების გამგეობას გადასცეს და ოთხი თუმანი რუსეთში მოუსავლიანობის გამო მოშიმშილე მოსახლეობას გაუგზავნეს.

