რეგისტრირებული ფაქტები89879
სორტირება თარიღი მზარდობით
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს სვიმონ გიორგის ძე ბარბაქაძე სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-81 წლებში იოსებ ხახუტას ძე ტაბატაძე სოფ. ბაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-78 წლებში ოქროპირ გიორგის ძე კახაია სოფ. ბაშის წმ. კოზმას და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875-1881 წლებში, კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს, ნიკო ლომოურის ნაწერები ხშირად იბეჭდებოდა გაზეთ „დროებაში“.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-1879 წლებში თადეოზ გიორგის ძე გობეჯიშვილი საკაოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-1917 წლებში ილარიონ რომანოზის ძე გიორგაძე ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს დავით ავალოს ძე ავალიშვილი სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 15 იანვარს სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი დავით ავალოს ძე ავალიშვილი გარდაიცვალა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა სასამართლო უწყებაში დაიწყო სამსახური.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-87 წლებში ზაქარია ოქროპირის ძე წერეთელი ნიგოზეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი ბაქოში წავიდა და წელიწად-ნახევარი საგუბერნიო სამმართველოში გადამწერად იმუშავა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-92 წლებში გრიგოლ მარკოზის ძე დევდარიანი ხარაგაულში მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-87 წლებში გრიგოლ იოსების ძე იაკობაშვილი ორღულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-81 წლებში კონსტანტინე (კოზმან) სიმონის ძე ნიჟარაძე ოფშკვითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

