რეგისტრირებული ფაქტები86452
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დავით სარაჯიშვილის არყის ქარხნის შესახებ საქებარი სტატია გამოქვეყნდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი ახალ მისამართზე, მიხეილის ქუჩის N129-ში გადავიდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვახტანგ ორბელიანის ლექსი „იმედი“ მალე დაიბეჭდებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 6 ივლისს ალექსანდრე სიმონის ძე კობიაშვილმა შელაპარაკების ნიადაგზე ინჟინერ მუხარისნკის სცემა, რომელსაც პირველადი დახმარება სამკურნალო-სასანიტრო ინსპექტორმა გ. ნ. სტეფანოვმა აღმოუჩინა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბესარიონ მახარბელის ძე რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარო ქაიხოსროს ასული რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის რძალი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის მარტში სოფელ სურებში ბესარიონ (ბესო) მახარბელის ძე რამიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შუშანა თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმისშვილი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 აპრილს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ოიდიპოს მეფე“ ალექსანდრე იმედაშვილის, ალექსანდრე შანშიაშვილის, იუზა ზარდალიშვილის, ანეტა ქიქოძისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 აპრილს ნაძალადევის თეატრში სვიმონ სვიმონიძის საბენეფისოდ „კაი გრაკხი“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 აპრილს საბურთალოს თეატრში წარმოადგინეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნიკოლოზ გოცირიძისა და გიორგი იორდანიშვილის მონაწილეობით.

