საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82249

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის პირველ სექტემბერს პრაღის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გასცა ცნობა, რომ შალვა მაღლაკელიძე აღნიშნულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925 წლის სექტემბრიდან პეტრე ბახტურიძე ქუთაისის აგრონომიული ტექნიკუმიდან მასწავლებლად გადაიყვანეს ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 29 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანა ღვინიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების სახლში წაღების ნებართვა სთხოვა, რადგან სამსახურის გამო მუზეუმში სიარულს ვერ ახერხებდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძემ გადაიხადა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საწევრო გადასახადი – სამი მანეთი. კვიტანციას ხელი მოაწერა ხაზინადარმა, იროდიონ სონღულაშვილმა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან წერილი გაუგზავნა მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) ბახვში. მისწერა, რომ მათ წერილს გაზეთში გამოაქვეყნებინებდა და ბებიის ჯანმრთელობა მოიკითხა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ს. აღამალი ოღლი კავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ეპიფანე კვანტალიანის ადგილას დაინიშნა ლავრენტი ბერია, ხოლო კვანტალიანი ამიერკავკასიის სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებულად გადაიყვანეს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ი. ფავლენიშვილი სამხრეთ-ოსეთის აღწერის საქმეს ხელმძღვანელობდა. 

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს სმიგლა, ბოგოლეპოვი და გრინკო საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის წევრებად დაამტკიცეს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს სიხარულიძე ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილებას ხელმძღვანელობდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კობახიძე მილიციის სკოლის უფროსი იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ანანიშვილი სალაროს საპენსიო ნაწილის გამგედ მუშაობდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კ. სალუქვაძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთ „კომუნისტის“ 2-კვირეული დამატება „ახალგაზეთი“ – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების ორგანო. 

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს თბილისის კომიტეტის მდივანი იყო ასრიბეკოვი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ვოლხოვსტროის სამუშაოების უფროსი ინჟინერი იყო გ. ო. გრაფიტო, ხოლო მისი მოადგილე – ვ. გ. ჯიქია.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ცსკ-ის პლენუმის გადაწყვეტილებით სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ფელიქს ძერჟინსკის სიკვდილის შემდეგ მის მაგივრად ვალერიან კუიბიშევი დაინიშნა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს შაბანოვი ახალციხის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ახალციხის სამაზრო კომიტეტის მდივანი იყო ალექსანდრე ცეხაძე, ხოლო მდივანი – სტეპანიანი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კაიბოვი იყო ბაქოს საბჭოსთან არსებული დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს პეტრენკო იყო საგარეო საქმეთა კომისარიატის აგენტი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს მიშკოვი მუშაობდა ოდესის საოლქო აღმასკომის თავმჯდომარედ.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს შლიხტერი იყო უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ტევფიკ რუშდიმინისტრი იყო ოსმალეთში.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ზეკაია ბეი იყო ოსმალეთის ელჩი საბჭოთა კავშირში.