საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89996

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 სექტემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 11 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო რაზმის წევრებმა გაშინბეკოვის სახლში დაიჭირეს დავით ლორთქიფანიძე, რომელსაც ბრალად ედებოდა ახალციხისა და თბილისის ხაზინებიდან ყალბი საბუთებით 907 850 მან. გატანა ვითომ ასპინძის პოლკის საჭიროებისთვის. მან დანაშაული აღიარა და ციხეში ჩასვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს საერთაშორისო კლუბში (პეტრე დიდის ქ. N6) ბოშათა რომანსებს შეასრულებენ: თამარა წერეთელი, ოლღა დუნდერი, ს. ი. ლიახოვი, ბორის პროზოროვსკი. ყოველდღე უკრავს ორკესტრი სტუკელის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 სექტემბერს ცხინვალის მიმართულებით ყაჩაღთა ბრბოებთან შეტაკების დროს მოკლეს ოფიცერი იოველ ლევანის ძე აბჟანდაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ინსპექტორი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე დაინიშნა თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბერს გიორგი გიორგიძეს განათლების სამინისტროდან მისწერეს, რომ ის თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა 1-ლის სექტემბრიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მე-4 გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა მიხეილ ზაალიშვილის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. ხმათა უმრავლესობით საბჭოს თხოვნა დააკმაყოფილეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება სკოლისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საბჭოთა რუსეთის მისიის წინაშე აღეძრა შუამდგომლობა კავკავის ეკლესიის ქონების დაბრუნებისა და სკოლის შენობის განთავისუფლების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ილიას ძეგლის ადგილის ნიაღვრისგან დაცვის შესახებ. გამგეობამ ადგილის გასასუფთავებლად 3 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა და მისი დათვალიერება იოსებ გიორგობიანს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კომისია გაეცნო „აკიდოს“ შესახებ ქრისტინე შარაშიძის რეცენზიას და მცირე შესწორებებით მისი დაბეჭდვა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „აღმოსავლეთის „გამოღვიძებულნი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ამერიკის ნოტა და საქართველო“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარ ჩიქოვანი ტრაგიკულად დაიღუპა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლევან ჩიქოვანი და მართა ჩიქოვანი მეუღლეები იყვნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მართა ჩიქოვანი იყო თამარ ლევანის ასულ ჩიქოვანის დედა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლევან ჩიქოვანი თამარ ჩიქოვანის მამა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 სექტემბერს, საღამოს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორის, მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა მიხეილის საავადმყოფოს სამლოცველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო ღრმა მწუხარებით აუწყებს მოწაფეებსა და მშობლებს, რომ 10 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი. დაკრძალვის დღე ცალკე გამოცხადდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ლევან და მართა ჩიქოვანები მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკულად დაღუპული შვილის, თამარის ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი დანიშნული იყო 14 სექტემბერს ქუთაისში, საფიჩხიის ეკლესიაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარულ-სანიტარული განყ-ის გამგე ვ. ლაშხაური თელავის მაზრაში გაემგზავრა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ადგ. ორგანიზაციების მოსაწყობად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბერს რ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ს. მ. კიროვი თბილისის გაზეთების წარმომადგენლებს ესაუბრა ბაქოში გამართული აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12ნსექტემბერს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ცენტრობანკის გამგეობის განცხადება, რომ 12-15 სექტემბერს ბანკის მმართველი პეტრე სურგულაძე და დირექტორი ა. გრიგოლია ბანკის განყოფილების დასაარსებლად კონსტანტინეპოლს მიემგზავრებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბერს გამართულ ფოთის რაიონის კავშირთა და დარგთა წარმომადგენლების კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟღენტი, მდივნად – ლაზ. ძიმისტარიშვილი. სპეკულაციასთან ბრძოლისა და ფოთში მუშათა კონტროლის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა შრომის სამინისტროს რწმუნებული ე. ქორქია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურსათ-სანოვაგის ხელოვნური გაძვირება ბაზარზე სპეკულაციით იყო გამოწვეული.