რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოსე ივანეს ძე თოიძე, დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე, ლადო დავითის ძე გუდიაშვილი, ხალილ მუსაევი და სხვ. მხატვრები დავით გარეჯში გაემგზავრნენ ძველი ფრესკების გადმოსახატად.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 21 ივნისს დიდუბის პანთეონში ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) დაკრძალეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სევ. პაპავა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ხარკოვიდან საქართველოში დაბრუნებულ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს მაწავლებლად მუშაობაზე უარი უთხრეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე ხარკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 2 მაისს სახალხო სახლში წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „მელანიას ოინები“ ნიკოლოზ გოცირიძის, ელენე ციმაკურიძის, პლატონ კორიშელის, სოსო რომანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ოტიას ძე ნიჟარაძე დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვლ. ხვედელიძე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

