საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85195

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4-5 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა განიხილა ს. ნ. ტიმოფეევის მოხსენება გუბერნიის მემამულეთა მეურნეობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 18-20 ნოემბერს გამართულ ქუთაისის სოფლის საჭიროებათა გამოსარკვევად შექმნილ საგუბერნიო კომიტეტის კრებაზე ი. გ. ქუთათელაძემ წაიკითხა მოხსენება შინამრეწველობასა და მეაბრეშუმეობაზე.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტიდან პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს, ივანე მაჭავარიანის რჩევით, თედო სახოკია ჟენევაში დარჩა სწავლის გასაგრძელებლად.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს ჟენევაში სწავლის გასაგრძელებლად ჩასულმა თედო სახოკიამ ფრანგული ენა შეისწავლა და უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მიმართულებით ჩააბარა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს სააგრონომო საქმის შესასწავლად თედო სახოკია ჟენევაში გაემგზავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გატაცებული იყო კომუნიზმით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სოხუმელ საზოგადო მოღვაწეს, ანთიმოზ ჯუღელს ურჩევია თედოს მამისთვის შვილის საზღვარგარეთ გაშვება სააგრონომო საქმის შესასწავლად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თანდათან ძლიერდებოდა სოციალისტური მოძრაობა სასწავლებელში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია ეცნობოდა რობერტ ოუენის „კოოპერაციას“ და სმაილსის „თვითმოქმედებას“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას მამა ყოველთვიურად 12 მანეთს უგზავნიდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ვანო ადამია ოთახებს აქირავებდა თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებზე.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლებში ვანო ადამია გასაქირავებელ ნომრებს ფლობდა ძნელაძის ქუჩის დასაწყისში, თითქმის ბარიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა ბინას ბარაიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში მიხა ცხაკაია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია გაეცნო სოციალიზმს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, ნათლისღების შემდეგ, თედო სახოკიამ ბინა იქირავა მიხა ცხაკაიასთან ერთად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, სემინარიელები ზაქარია ჭიჭინაძისგან თხოულობდნენ აკრძალულ წიგნებს.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884-1885 წლებში ზაქარია ჭიჭინაძე დედასთან ერთად ცხოვრობდა მთაწმინდაზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ ფოტოგრაფისგან აკრძალულ მწერალთა ფოტოები შეიძინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, შობის დღესასწაულზე სოხუმში სტუმრობისას, თედო სახოკიამ მამასთან წაიღო ერთი ფოტოგრაფისგან შეძენილი „აკრძალულ“ მწერალთა ფოტოები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისს ბაქოში სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში ალფეს ცისკარიძემ წაიკითხა ლექცია „მთიულების ზნე-ჩვეულებანი ალ. ყაზბეგის ნაწერების მიხედვით“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მაისს წარმოდგენების მმართველმა წრემ სახალხო სახლში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და ვალერიან გუნიას „დედისერთა“ წარმოადგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „ბაგრატ IV” ვასილ აბაშიძის, ანეტა ქიქოძის, იუზა ზარდალიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი ძმა დავით მესხი სიტყვით გამოვიდა.