რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლით დათარიღებული ბაგრატ მირიანაშვილის მინაწერიდან, რომელიც მან დაურთო თავისი ძმის, ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიას ირკვევა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ალექსის გულის ასთმა აწუხებდა.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ დემურია იყო საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორ-გამომცემელი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჭყონია იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჯაბადარი იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ დიასამიძე იყო გაზეთ „თემის“ რედაქტორ-გამომცემელი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ნებიერიძე იყო ჟურნალ „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ანდრია ღულაძე იყო საბავშვო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორ-გამომცემელი.
1867
ტიპი: თანამდებობა
1967 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავად-აზნაურობის კომისიის მდივანი პეტრე ჩარექოვი დაინიშნა კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით პირველი მეჟევის სამსჯავრო კომისიის წევრი ამირაღოვი დაჯილდოვდა წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის სამოქალაქო გუბერნატორის თანაშემწე ბაქრაძე დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 14 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სახაზინო განცხადებაში ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე მოუწოდებდა გარდაცვლილი ბოშიკია ქირიას მემკვიდრეებს, კანონით დადგენილ ვადებში განეცხადებინათ თავიანთი კანონიერი უფლება სოფელ ხეთაში მდებარე უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 14 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სახაზინო განცხადებაში ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე მოუწოდებდა გარდაცვლილი ბახვა ჩიღუას მემკვიდრეებს, კანონით დადგენილ ვადებში განეცხადებინათ თავიანთი კანონიერი უფლება სოფელ ზენში მდებარე უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 14 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სახაზინო განცხადებაში ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე მოუწოდებდა გარდაცვლილი გოგია ლოლუას მემკვიდრეებს, კანონით დადგენილ ვადებში განეცხადებინათ თავიანთი კანონიერი უფლება სოფელ ქვალონში მდებარე უძრავ და მოძრავ ქონებაზე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა მოქალაქე ოვაქიმ ტერ-ყაზაროვის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე მეხტი ბეგ-აღა-უსეინ-ოღლის ედავებოდა თანხას 400 მანეთის ოდენობით.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა გიორგი თარხან-მოურავის შვილის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე ფორუმ ფიროვისგან დუქნის ქირის, 360 მანეთის გადახდას ითხოვდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 9 აგვისტოს თბილისის სამაზრო სასამართლოში დაინიშნა სოლომონ ციციანოვის სარჩელის განხილვა, რომელიც იოსებ ჯავახოვს ედავებოდა თანხას 400 მანეთის ოდენობით.