რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი მზარდობით
1933
ტიპი: ორგანიზაცია
1933 წლის 3 იანვრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც დამკვრელი მუშები ჩიტიაშვილი და გიორგაძე მოითხოვდნენ თბილისის სადგურის მუშების, დონდუას, დანელიას და კიკნაველიძის გარიცხვას. მათი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრებულიყო უდისციპლინობა ტრანსპორტთან დაკავშირებით. მათი თქმით, კომუნისტებს უნდა ებრძოლათ შრომის დისციპლინის განსამტკიცებლად და საწ. საფ. გეგმის მთლიანად შესასრულებლად; მიუხედავად ამისა, პარტიის ზოგიერთი წევრი ვერ ამართლებდა საწარმოში კომუნისტების ავანგარდულ როლს. თბილისის სადგურის მუშები, დონდუა, დანელია და კიკნაველიძე არ გამოცხადდნენ სამუშაოზე, რამაც გამოიწვია დღიური გეგმის შეუსრულებლობა.
1933
ტიპი: ნასამართლეობა
1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სოფელ ზერტში აქტიური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კულაკებს: ვანო და არტემ ტურუნაშვილებს, გეურქა, ზაქარია და გიორგი ცარელაშვილებს, ილიკო და სოფრომ მიზანაშვილებს, არტემ ბესარაშვილსა და სიმონ ტურაშვილს გადამალული ჰქონდათ ხილ-ბოსტნეულის დიდი მარაგი.
1933
ტიპი: ორგანიზაცია
1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სტალინის რაიკომმა გამოიკვლია სოფელ დირბის პარტუჯრედის და საბჭოს მუშაობა და დაადგინა, დაეშალათ აღნიშნული ბიურო, გაერიცხათ პარტიიდან უჯრედის მდივანი ერაძე, კულაკებისადმი შემრიგებლური დამოკიდებულებისთვის. ასევე, სამუშაოდან მოხსნეს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ბაქრაძე.
1933
ტიპი: ნასამართლეობა
პარტიის რიგებიდან გამორიცხეს ყოფილი ვაჭრის ცოლი ნატალია ბიბილაური და ივანე დოლიაშვილი (1925 წელს ქურდობისათვის მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა), რომლებიც კინკლაობდნენ და ინტრიგებს ხლართავდნენ.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს, საქართველოს ცაკ-ის მდივან ს. თოდრიას ა. კ. ცაკ-ის მდივნად არჩევის გამო, საქართველოს ს. ს. რესპუბლიკის პრეზიდიუმმა საქართველოს ცაკ-ის მდივნად აირჩია თენგიზ ჟღენტი.
1933
ტიპი: ავტორობა
საქართველოს კ.პ.(ბ)ც.კ. 1933 წლის 12 თებერვლის და განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის 1933 წლს 17 იანვრის დადგენილების საფუძველზე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება სტაბილური სასწავლო წიგნების შექმნის თაობაზე, რომელსაც ხელს განათლების სახალხო კომისარი ერმილე ალექსის ძე ბედია აწერდა.
1933
ტიპი: ორგანიზაცია
1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლის 5 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა მალაქია ტოროშელიძემ.
1933
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1933 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩუბინაშვილმა მუზეუმის თანაშრომლის, ქრისტინე შარაშიძის დაბადების ცნობა გასცა. ცნობით დამოწმებულია, რომ ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1889 წლის 5 იანვარს გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში. ცნობას ხელს აწერენ საქართველოს მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მდივანი ნ. ჯავახიშვილი.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლის 15 ოქტომბრიდან, საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძეს ზედმეტ საათებში მუშაობისთვის თვეში 100 მანეთი დაენიშნა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე მემარჯვენე ოპორტუნისტული დამოკიდებულების გამოჩენისთვის გურჯაანის რაიკომის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯიმეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ზირაქაშვილი მოხსნეს თანამდებობიდან და გარიცხეს პარტიის რიგებიდან, ამავე კომუჯრედის მდივანი ზაკალაშვილი კი - უჯრედის მდივნობიდან და მისი საქმე გადასცეს პარტიულ პასუხისგებაში.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წლის 23 დეკემბერს გურჯაანის რაიკომის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, მემარჯვენე ოპორტუნისტული დამოკიდებულების გამოჩენისთვის სოფელ კაჭრეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე დარჩიაშვილის საქმე პარტიულ პასუხისგებაში მისაცემად საკონტროლო კომისიას გადასცემოდა. ამავე კომუჯრედის პასუხისმგებელი მდივანი გოგოლაშვილი კი უჯრედის მდივნობიდან მოხსნეს და პარტიის რიგებიდან გარიცხეს.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლის 25 დეკემბერს ხარაგაულში საკავშირო კპ (ბ) ცეკას დადგენილების თანახმად, პარტიული წმენდის შესახებ დადგენილების დამუშავების პროცესში პარტიიდან გარიცხეს საბჭოს თავმჯდომარე მდივნიშვილი, რომელმაც ჩაშალა საზაფხულო თესვა.
1933
ტიპი: ნასამართლეობა
1933 წლის 29 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) გორის რაიონის საკონტროლო კომისიამ განიხილა ჯვრისხევის პარტუჯრედის წევრების – ალექსანდრე აკოფაშვილისა და ბაგრატ ხუტიაშვილის საქმე, რომელებიც აშკარად მფარველობდნენ კულაკებს. მათი საქმე გადაეცა პროკურატურას და დაიგეგმა საჯარო საჩვენებელი გასამართლება.
1934
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს მიწსახკომის პოლიტსექტორი, რომლის უფროსად ვალერიან მინას ძე ბაქრაძე დაამტკიცეს.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წლის იანვარში გიორგი ყურულაშვილი საქართველოს საბჭოთა სოც. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ანდრია ლეჟავა იყო საბჭოთა კავშირის მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე და სუბტროპიკული კულტურების მთავარი სამმართველოს უფროსი.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს აკაკი თათარიშვილი საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატის თავმჯდომარე იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს თედო ღლონტი საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი იყო.