საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85197

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორმა, ნიკოლოზ ლიხაჩოვმა, ვაჟა-ფშაველა ტოლათსოფლის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ტოლათსოფლის მღვდელი ვაჟა-ფშაველას უღმერთობასა და სამღვდელოების მასხრად აგდებას აბრალებდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ვასილ კოპტონაშვილი სემინარიის გამოცდებისთვის მომზადებას ახალქალაქში პაპანდოპულოსთან აპირებდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ვასილ კოპტონაშვილი მშობლებმა ნების საწინაამღდეგოდ დანიშნეს, რადგან სიბერის გამო აღარ შეეძლოთ სახლის მოვლა და სურდათ იგი მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წლის ზაფხულში ვასილ კოპტონაშვილმა ცოლი შეირთო.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წელს, დაქორწინების შემდეგ, ვასილ კოპტონაშვილმა ვეღარ შეძლო ხონის სამასწავლებლო სემინარიაში შესასვლელად მომზადება.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის პირველ სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილი კვლავ დაინიშნა თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფლის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1889 წლებში ვასილ კოპტონაშვილი იყო სკოლის მასწავლებელი თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას, ხევსურებს, ფშავლებს, გუდამაყარ-მთიულებს და ზედმიწევნით გაეცნო მათ ყოფა-ცხოვრებას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილმა შეძლო ადგილობრივი მოსახლეობის, ხევსურების, ფშავლების, გუდამაყარ-მთიულების ნდობა და სიყვარული მოეპოვებინა.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს ვასილ კოპტონაშვილის მისვლამდე, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე ერთ წელზე მეტ ხანს ვერავინ ჩერდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი სოფელ ტოლათსოფლიდან ახალციხის მაზრის სოფელ მესხში გადაიყვანეს მასწავლებლად.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი ხშირად კითხულობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილს განსაკუთრებით აინტერესებდა ბელეტრისტული თხზულებები.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს წელიწადში 600 მანეთის ოდენობის პენსიას უხდიდნენ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ნოემბერს ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ქართველი კანდიდატები იყვნენ: ნიკო ჯაყელი, გრიგოლ ელიავა, სამსონ ელიაშვილი, ივანე კაკაბაძე და ივანე კახიანი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ა. ე. ვუჩინიმ საგუბერნიო კომიტეტში წარადგინა წინადადება, თავადაზნაურობის მიერ მიცემული 20 ათასი მანეთით ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან დაარსებულიყო სასოფლო-სამეურნეო განყოფილება.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ მათე ნიკოლაძე, როსტომ აღა-ზადე, მემედ მჟავანაძე და ნიკოლოზ წერეთელი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ ივანეს ძე ჩხენკელი ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 ივლისს ბორჯომში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს წარმოდგენა უნდა გაემართათ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ეგნატე გედევანოვი, პავლე მჭედლიშვილი,მიხეილ და ნიკოლოზ ნაკაშიძეები.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ლობჟანიძის თაოსნობით ქუთაისში ქართული ფილარმონიული საზოგადოების განყოფილება უნდა დაეარსებინათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი ხშირად აწვდიდა გაზეთ „ივერიას“ მასალებს მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ცხოვრებიდან.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაწერა „მგზავრის დღიურიდან“ (ქართველი მგზავრი არდაჰანის სანჯახში), „შენიშვნები ახალციხის მაზრის ხალხის შესახებ“ (ეთნოგრაფიული შინაარსის), „ლეგენდა სოფელ რუსთავის – შოთა რუსთაველის შესახებ“.