რეგისტრირებული ფაქტები91827
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სარედაქციო კომისიის მდივანი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სტამბის გამგე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სარედაქციო კომისიის მდივანი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ივანე მაჭავარიანი იძულებული გახდა რკინიგზაზე დაეწყო სამსახური, რადგან ცენზურა ზღუდავდა მის სამწერლო საქმიანობას.
1899
ტიპი: ღონისძიება
ივანე მაჭავარიანი 1899 წელს რკინიგზაზე მუშაობის დაწყების შემდეგაც განაგრძობდა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 25 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ალექსანდრე გრიგოლის ძე სერგეევი აწერდა ხელს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 25 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა სადაზღვევო საზოგადოება „ურბენის“ სარეკლამო განცხადება, რომელსაც საზოგადოების დირექტორები, ბაგრატ და ნიკოლოზ ტერ-მათეუზოვები აწერდნენ ხელს.
1937
ტიპი: ორგანიზაცია
1937 წელს ივანე მაჭავარიანი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში გაწევრიანდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს სოფელ სუჯუნაში ნატო გაბუნია-ცაგარელის თაოსნობითა და მონაწილეობით მსახიობებმა ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისს ოზურგეთის მაზრის სოფელ ცხემლისხიდში ვასო ურუშაძის თაოსნობით მოყვარულმა მსახიობებმა ვოდევილი „რაც არ მერგება, არ შემერგება“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე სოფელ ხაშმის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.

