რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქუთაისის გუბერნიასა და სოხუმის ოლქში გვალვით გამოწვეული მოუსავლიანობის გამო გუბერნატორი სლავოჩინსკი იძულებული გახდა მეურნეთა ყრილობა შემოდგომაზე მოეწვია.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლების ზამთარში ქუთაისში ჩავიდა რუს მსახიობთა დასი, რომლის წევრი იყო ლადო ალექსი-მესხიშვილი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლების ზამთარში ლადო ალექსი-მესხიშვილს ქუთაისის საზოგადოებამ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერის“ ქართულ დადგმაში მონაწილეობა სთხოვა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას ახლად გახსნილი ბიბლიოთეკიდან სისტემატურად გამოჰქონდა რუსული და ევროპული ლიტერატურის ნიმუშები.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ დავით კლდიაშვილს მთელი სოფელი შეეგება.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წელს დავით კლდიაშვილმა კიევის სამხედრო გიმნაზიაში დაბრუნებისას ქართული წიგნები წაიღო რათა ქართული გაეხსენებინა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის შემდეგ კიევის გიმნაზიის დასრულებამდე დავით კლდიანშვილი ყოველ ზაფხულს სტუმრობდა საქართველოს.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლიდან კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, დავით კლდიაშვილი და სხვა ქართველი მოსწავლეები ხშირად იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ ქართულად ელაპარაკათ, რათა არ დავიწყნოდათ მშობლიური ენა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ელისე მაჭავარიანი ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის გალობის მასწავლებლად დაინიშნა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
მსახიობი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ქურდიანი 1915 წლის 15 მაისს საგარეჯოში გარდაიცვალა.
1875
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1875-1880 წლებში დავით კლდიაშვილმა გაიცნო ნიკო ლომოური, რომელიც მაშინ კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ვასილ გადილიამ გამოსცა ივანე მაჭავარიანის თარგმნილი ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს სემინარიის საავადმყოფოდან გამოგდების შემდეგ შიო მღვიმელი ორი დღე არ მისულა სასწავლებელში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას ლადო ხმალაძეს სამ დღეში ერთხელ სანოვაგე ჩამოსდიოდა სოფელ აძვში მცხოვრები მშობლებისაგან.