რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1887 წლებში შიო მღვიმელი სკოლის მეგობარ ლადო ხმალაძესა და მის ძმა გოლასთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორი სემიონოვი პეტერბურგში გადაიყვანეს სხვა სამსახურში.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორი სემიონოვი სამაგალითო სკოლის დასრულების შემდეგ შიო მღვიმელის სემინარიაში მიღებას აპირებდა.
1881
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1881-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლისას, შიო მღვიმელი მეგობრობდა მიხეილ გიორგაძესთან.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის ახალმა დირექტორმა, სტრელეცკიმ გამოაგდო შიო მღვიმელი სემინარიის საავადმყოფოდან, სადაც იგი დროებით ცხოვრობდა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორად პეტერბურგში გადახვეწილი სემიონოვის ნაცვლად დანიშნეს სტრელეცკი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს შიო მღვიმელი გორის რკინიგზის სადგურზე მივიდა თავისი დაპატიმრებული მეურვის, მიშო ყიფიანის სანახავად და გამოსამშვიდობებლად.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორმა სემიონოვმა შიო მღვიმელი სემინარიის საავადმყოფოში გაამწესა გამოსაკვებად და დასაძინებლად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გარდაცვლილი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის ცოლის, ტატიანა კონსტანტინე ასულ ბაგრატიონისას, და ვაჟის, თეიმურაზ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის, ფოტო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დიმიტრის ასული ჩუგუნიძისა დავით ქრისტეფორეს ძე სულხანიშვილის ცოლისდა იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 სექტემბრის „დროებაში“ სოფლის მასწავლებელთა კრების ზოგიერთი გადაწყვეტილების შესახებ სტატია დაიბეჭდა. კრებას სერგეი სტრელეცკი ესწრებოდა.