რეგისტრირებული ფაქტები91827
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილის პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე, ქალაქ დუშეთში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალვა ანდრიაშვილი სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილის სიძე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ოქტომბერს ახალციხის მაზრის სოფელ ქვაბისხევის კომისარი ერასტი მაისურაძე ესწრებოდა ამავე სოფლის მცხოვრებთა კრებას, რომელიც გაიმართა ეკლესიის ეზოში. კრებას ესწრებოდა სოფლის დაახლოებით 30 მცხოვრები. განიხილეს სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის საკითხი. მათი აზრით, აღნიშნული საგნის ამოღება ვნებდა ბავშვების ზნეობრივ განვითარებას. ერთხმად დაადგინეს, რომ თავიანთ მოთხოვნას წარუდგენენ დამფუძნებელ კრებას და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას. ისინი მოითხოვდნენ საგნის დაუყოვნებლივ შემოღებას განახლებული პროგრამით.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში ვლადიმერ ვაჩნაძის პანაშვიდის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „სევილიელი დალაქი“. მონაწილეობდნენ: ბოიარსკაია, ოვსიანიკოვა, ზალიპსკი, დროზდო-პოლიაევი, ისეცკი, დემიანენკო, ეზროვი, ქურხული.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 ოქტომბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ნელი ვიქტორის ასული მდივანის 40 დღის თავზე წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვიქტორ ბესარიონის ძე მდივანი ნელი მდივანის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა ოტიას ასული მდივანისა ნელი ვიქტორის ასულ მდივანის დედა იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 ოქტომბერს სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილს დაკრძალავდნენ დუშეთში, სოფელ საშაბუროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ნოემბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ცისფერყანწელთა ლექსის აკადემიის დარბაზი მოხატეს ტერენტიევმა და ზიგმუნდ ვალიშევსკიმ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ოქტომბერს ბენიამინ ჩხიკვიშვილმა და გიორგი ანჯაფარიძემ ორთაბათუმის მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ აუცილებელი იყო დამნაშავეთა დასმენა და გაწერილი ფულის გადახდა. თანხა სკოლისა და ხიდის აშენებას მოხმარდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ოქტომბერს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში დაათვალიერა 1918 წელს თურქების შემოსევის დროს დაზიანებული წყალსადენი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი მიხეილ ჭიაურელი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი სალომე ჭავჭავაძე სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი შალვა ხონელი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ანა ჩხეიძე სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ვეჩე ჯიქია სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ნიკო ციციშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

