რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძე ჟურნალთან „თეატრი და ცხოვრება“ თანამშრომლობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ფოთში კონდრატე ინასარიძის თავმჯდომარეობით შექმნილმა უძრავი მამულების შემფასებელმა კომისიამ ფოთის მამულები შეაფასა.
1902
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1902 წლის ნოემბერში მძიმე ავადმყოფ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს სანახავად ქუთაისიდან ფოთში ჩავიდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისის გამგეობამ ინჟინერ ალხაზოვსა და ძამოევს დაავალა შეედგინათ იმ ქუჩების სია, რომლებიც უნდა მოეკირწყლათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, უახლოეს ხანებში საგარეჯოში მსახიობები დ. აბდუშელი და ალ. თამაზაშვილი გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ და ამოგებულ თანხას ადგილობრივ სამკითხველოს შესწირავდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სავაჭრო-სამეურნეო პოლიციის უფროსმა ზედამხედველმა ბ. ა. ჯაბადარმა თბილისის გამგეობას ფრინველთა ბაზრის მოწყობის პროექტი წარუდგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულმა თურქესტანიშვილმა თბილისის სასამართლო პალატაში თავად ი. ზ. ბარათაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი შეიტანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტანტინოპოლში პროფესორმა ნიკო მარმა სომხურ საერო წიგნთსაცავში დაცული ძველი ხელნაწერები დაათვალიერა და უახლოეს ხანში მათ შესახებ სამეცნიერო ნარკვევის გამოქვეყნებას გეგმავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 აგვისტოს სოფელ მეტეხში ახლად აღდგენილი ძველი ეკლესიის კურთხევა იყო დაგეგმილი, რომელსაც ეგზაგქოსი ფლაბიანე და არქიმანდრიტი კირიონი დაესწრებოდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელ აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა ალექსანდრე და ოლღა ციცაგების გარდაცვალების შემდეგ უმეურვეოდ დარჩენილი 3 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც მოხუცებული ბებია ვეღარ პატრონობდა და საიმედო მზრუნველი ესაჭიროებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისში ლადო ალექსი-მესხიშვილის, თამარ ივანიძის, დავით ჩარკვიანისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 აგვისტოს არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიაზე ეგზარქოსი ფლაბიანე, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე და იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი იყვნენ მიწვეული.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 7 აგვისტოს მარტყოფის მამა ანტონის მონასტერში მყოფი ეგზარქოსი ფლაბიანე თბილისში დაბრუნებას აპირებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი მ. კ. ცინცაძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო თანხების შესაგროვებლად რუსეთში მიავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მრეწველმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა თავად-აზნაურობის საბჭოს ქარვასლის შესყიდვის წინადადებით მიმართა, რომლის საფასურად 1,200,000 მანეთს გადაიხდიდა, ხოლო დამატებით 300,000 მანეთს მის რესტავრაციას მოახმარდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ მაჩხაანის მომხმარებელი საზოგადოების კრება იყო დანიშნული, რომელსაც დეპოს გამგეობის სახელით ი. გომელაური, დ. ნადირაძე და დ. ჯავაშვილი წარუძღვებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს სოფელ აკეთში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა ადგილობრივ სკოლას შეწირეს.