საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85202

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886-1890 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დახმარება სთხოვა იაკობ ფანცხავას სასწავლებელში მიბარებულ ბავშვების განათლებაზე ზრუნვაში.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბათუმში გახსნილი სასწავლებლის დამაარსებელი გერასიმე ცაგარეიშვილი ანაზღაურების სახით საკმაოდ დიდ თანხას იღებდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ბათუმში გერასიმე ცაგარეიშვილმა გახსნა სასწავლებელი, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებში ამზადებდა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

მერაბ ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1916 წელს, I მსოფლიო ომში ბრძოლის დროს.

1892

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1892 წელს ალექსია ფანცხავა სოფელ ხომულში ცხოვრობდა.

1892

ტიპი: სტატუსი

1892 წელს სოფელ ხომულის მკვიდრი ალექსია ფანცხავა გლეხი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ფილოქსერას უფროს მაძიებლად ფოთში მუშაობის პარალელურად იაკობ ფანცხავა ფრანგულ ენაზე კითხულობდა ლეტურნოს სოციოლოგიას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გიორგი წერეთელმა იაკობ ფანცხავას სთხოვა „კვალის“ გამოცემისა და წარმოების საქმის გაძღოლა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გიორგი წერეთელი პირადი საქმის გამო საჩხერეში წავიდა და ამ მიზეზით ვერ შეძლო გაზეთ „კვალის“ სარედაქციო საქმის გაძღოლა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა დათანხმდა გიორგი წერეთლის შემოთავაზებას, გასძღოლოდა გაზეთ „კვალის“ გამოცემისა და წარმოების საქმეს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს უსამსახუროდ დარჩენილი იაკობ ფანცხავა თბილისში რეპეტიტორობით ირჩენდა თავს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ მედვედევის თანაშემწემ, გაევსკიმ იაკობ ფანცხავას აცნობა, რომ მისი საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი ქუთაისის ჟანდარმერიის მიწოდებული ინფორმაცია გახდა მისი გაჩხრეკის შესახებ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ ცდის მიუხედავად ვერანაირი სამსახური თბილისში ვერ იპოვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თხოვნით მიმართა ფინანსთა მინისტრს, მიევლინათ იგი თბილისის სახბანკის კანტორაში საბანკო ოპერაციების გასაცნობად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა მისივე თხოვნით თბილისის სახბანკში საბანკო ოპერაციების გასაცნობად მიავლინეს.

1957

ტიპი: თანამდებობა

1957 წელს დუტუ მეგრელის მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ იყო პოეტი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა, თედო სახოკიას ბინაში პფეიფერის „კოოპერაცია“ აღმოჩენის შემდეგ იგი არასაიმედოობაში დაადანაშაულა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა სოსო ლაღიაშვილისთვის ჩამოართვა დღიური, სადაც დაგმობილი იყო სემინარიის ხელმძღვანელთა მტრული დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ და მათ მიერ სემინარიაში დამყარებული სასტიკი რეჟიმი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს სოსო ლაღიაშვილი დღიურში აღწერდა მეგობრების უმწეო მდგომარეობას სემინარიაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სოსო ლაღიაშვილი დღიურის ჩამორთმევის შემდეგ სემინარიიდან გარიცხეს, ხოლო მის დღიურში ნახსენები მოსწავლეები კი სემინარიის პანსიონის გარეშე დატოვეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში მიხა ცხაკაიას მამა, გრიგოლი, უკიდურესად ღარიბი იყო და ვერ უგზავნიდა შვილს ფულს თბილისში.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს მიხა ცხაკაიას მამა, გრიგოლი იყო მღვდელი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ბინა, რომელსაც თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, ეგრეთ წოდებული „ნომრების“ ერთ ოთახს წარმოადგენდა.