საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მსახიობ კოტე ყიფიანის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. პრეზიდიუმის განკარგულებით, განსვენებულის ნეშტი უნდა დაეკრძალათ პანთეონში, ასევე გადაედოთ თანხა ყვავილების შესაძენად. გამგეობამ დაადასტურა პრეზიდიუმის განკარგულება და გვირგვინის შესაძენად 50 000 მანეთი გადადო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს წიგნების გადაფასების საკითხზე. გამგეობის გადაწყვეტილებით წიგნების გადაფასება პრეზიდიუმის საქმე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თითოეული მოსამსახურე პირისთვის 10000 მანეთის გადახდის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მიეცა თითოეული მოსამსახურისათვის 10000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საპატიო თავმჯდომარის გ. ნ. ყაზბეგის სტამბულში გარდაცვალების ამბავი და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება გადაწყვიტეს. კერძოდ დაადგინეს, გადაეხადათ განსვენებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კვირას, 25 აპრილს, დღის პირველ საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში. ასევე გადაწყვიტეს, როცა შესაძლებლობა იქნებოდა, ნეშტის სტამბულიდან თბილისში გადმოესვენებინათ და პანთეონში დაეკრძალათ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 აპრილის ოქმის მიხედვით, სტამბულში გარდაიცვალა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატმა ქრისტინე შარაშიძე მიიწვია სასწავლო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამავე წლის 26 აპრილს ტარდებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 აპრილს ნოე ხომერიკი ამხანაგ კოსტიას ატყობინებს,რომ ვექილი სხირტლაძისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორი ცუდი და უკიდურესად მძიმე სიტუაციია თბილისში. მოსახლეობას აეკრძალა ვაჭრობა, 4 ადამიანი დაუხვრეტიათ საქონლის გადამალვისთის, ბანკები დახურულა. ასევე წითელი არმიის 12-15 ათასიანი არმია მოემართება თბილისისკენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30.04 - 29.12 ევგენი გეგეჭკორმა და საქართველოს ლობისტმა აშშ-ში, უოლტერ ჩენდლერმა მოხსენებითი ბარათები გამოგზავნეს ლონდონიდან და ვაშინგტონიდან, სადაც აღწერილია კავკასიის პრობლემები და ევროპის ქვეყნების პოზიციები. ევგენი გეგეჭკორის მოხსენებას ნოე ჟორდანიასადმი ახლავს მინაწერი: „მოწონებულ იქნას ლექციების ორგანიზაცია, პოლიტიკური სადილი მხოლოდ ჩხენკელის ან მინისტრთა თანდასწრებით გაიმართოს."

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი პარიზში წერილს უგზავნის პოლიტიკურ კომისიას, ატყობინებს, რომ 1-ელ მაისს საქართველოში გაიმართა მენშევიკების მიტინგი. ბოლშევიკებმა ვერ მოითმინეს და მიტინგზე ყველა მენშევიკი დააკავეს, მათ შორის იყვნენ სოლომონ ჯიბლაძე და ვლასა მგელაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მაისში მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ერთდროული დახმარება მისცა, თითოს 300 000 მანეთი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის მაისში ლავროსი კალანდაძე მიიღეს კომუნისტური პარტიის წევრად.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზ ჭუმბურიძე დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ფაღავა დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძე დააპატიმრა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 2 მაისს სერგეი კიროვი თბილისში ამიერკავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიული საკითხების მოსაგვარებლად შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 მაისს ნოე ხომერიკი სწერს თავმჯდომარე ნოე რამიშვილს და სთხოვს, მოიპოვოს პუნქტის აგების უფლება ტრაპიზონში, ან რიზეში და ატყობინებს, რომ ქართველმა მოვაჭრეებმა დაადგინეს საბჭოთა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილი სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობას დაესწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილმა და ალექსანდრე ბეკზადიანმა სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილებით 1921 წლის 13 მაისიდან 1922 წლის 17 ნოემბრამდე იგი მეტეხის სატუსაღოში იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქაფრთველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება წიგნების ფასების გადასინჯვის შესახებ. განჩინების თანახმად, გამგეობამ ეს საკითხი პრეზიდიუმს მიანდო. გადაწყდა, რომ ფასები მოემატებინათ მაღაზიის გამგის მოსაზრებისა და თევდორე კიკვაძის მოხსენების გათვალისწინებით. წიგნების ნისიად გაცემა აიკრძალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკა ქუთათელაძის მოხსენება (რეცენზია) იპოლიტე ვართაგავას „სიტყვათა თეორიის შესახებ“. გამგეობამ ქუთათელაძისთვის 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა „დედა ენის“ პირველი ნაწილის დაბეჭდვას. პრეზიდიუმის აზრით, 30000 ცალი უნდა დაბეჭდილიყო. გამგეობა დაეთანხმა პრეზიდუმს. ამასთან გადაწყდა, რევკომისათვის დედა ენის ორივე ნაწილის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ქაღალდი მოეთხოვათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თ. კიკვაძე, თავმჯდომარის ამხანაგი: კ. ნინიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი