საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92919

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ჯამაგირის მომატების ნაცვლად ოქტომბერში მათთვის ერთდროული დახმარების მიცემა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 12 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმის მიხედვით, ოლღა ხოფერია სენაკის გამგეობის თავმჯდომარე იყო. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის წერილი „ბელგეთის მომავალი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა ალექსანდრეს ასული დადიშქელიანი იყო საშა (ალექსანდრე) ჯანსუღის ძე დადიშქელიანის დედა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ჯანსუღ თენგიზის ძე დადიშქელიანი იყო საშა (ალექსანდრე) ჯანსუღის ძე დადეშქელიანის მამა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ა. შავგულიძის წერილი „მომარაგების სამინისტროში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში წარმოადგენდნენ ოპერას „აბესალომ და ეთერი“, მონაწილეობდნენ: მანდენოვა, ერმოლინსკაია, მაზოვეტკაია, ცინკი, კურჯი, სარაჯიშვილი, ვენაძე, ჭუმბურიძე, კურბატოვი, მოლოტოვი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა ალექსანდრეს ასული დადიშქელიანი იყო ჯანსუღ თენგიზის ძე დადიშქელიანის მეუღლე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის სულიწმინდის მოფენის ეკლესიაში საშა (ალექსანდრე) ჯანსუღის ძე დადეშქელიანის ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპვიდან 5 წლის შემდეგ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ ჯანსუხ თენგიზის ძე დადიშქელიანი და ანა ალექსანდრეს ასული დადიშქელიანი იუწყებოდნენ, რომ საშა (ალექსანდრე) ჯანსუღის ძე დადეშქელიანის ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპვიდან 5 წლის შემდეგ გადაიხდიდნენ პანაშვიდს ზუგდიდის სულიწმინდის მოფენის ეკლესიაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა მ. იშხნელის სტატია „სამხედრო სკოლის პირველი ნაყოფი“.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ დაიბეჭდა პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძის მიმართვა სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულებისადმი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა კ. სვიმონიშვილის სტატია „კორესპონდენცია ბორჩალოს რევიზიის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს თბილისში გამართულ სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკური თათბირზე მოხსენებები წაიკითხეს ნოე ჟორდანიამ და ნოე ხომერიკმა, სიტყვა წარმოთქვა კარლ კაუცკიმ.

1920

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ნაციონალისტში“ დაიბეჭდა კარლ კაუცკის სიტყვა, რომლიც მან 1920 წლის 13 ოქტომბერს თბილისში სოციალ-დემოკრატთა თათბირზე წარმოთქვა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 ოქტომბერს ნოე სიხარულიძის 12 წლის ვაჟს რევოლვერი გაუვარდა, ტყვია მოხვდა მის 10 წლის ძმას, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 13 ოქტომბერს ვლადიმერ ბეკოს ძე დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ სენაკის განყოფილების მუდმივი წევრები – პოლიკარპე ლორთქიფანიძე, ოლღა ხოფერია, გიორგი გამზარდია – საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ასათიანის წერილი „ს. დემოკრატიულ ორგანიზაციათა თათბირისათვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნ. აზიანის (ნატალია დონდაროვას) წერილი „ჩვენო ბახუსო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ასათიანის წერილი „ს. დემოკრატიულ ორგანიზაციათა თათბირისათვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „კოწია თუმანიშვილის დატუსაღება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ სტუდენტთა და მოსწავლეთა კომიტეტი იუწყებოდა, რომ ევროპიდან ახლად დაბრუნებული ტიტე მარგველაშვილი 14, 15, 17 და 21 ოქტომბერს რეგიონებში (სენაკი, ფოთი, ლანჩხუთი, ბათუმი) წაიკითხავდა ლექციას „სოციალიზმი და ევროპის ეხლანდელი ეკონომიური მდგომარეობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 ოქტომბერს სენაკში ტიტე მარგველაშვილი წაიკითხავდა ლექციას „სოციალიზმი და ევროპის ეხლანდელი ეკონომიური მდგომარეობა“.