საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80958

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელსა“ და სხვა გაზეთებთან.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ვალოდია ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ვასილ წერეთელი ოდესის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, რადგან პოლიტიკური შინაარსის ლექციებს უკითხავდა პორტის მუშებს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობის ოქმი გაეგზავნა ვარშავის სტუდენტობას, რომელთა შორის იყო ფილიპე მახარაძეც.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს იაკობ ფანცხავას ჰყავდა მეგობარი იოსებ ჩარექოვი.

1892

ტიპი: განათლება

1892 წლამდე მიხეილ ხელთუფლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს იოსებ ჩარექოვი პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ოდესის უნივერსიტეტში იაკობ ფანცხავას სწავლის პერიოდში გადაწყდა ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობის გამართვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შიო მღვიმელის ლექსი „ჩემსას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია „ფიქრები ფრტამოტეხილისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მინა ჯაფარიძის (ჯაფარ რაჭველის) სტატია „კახეთი და მისი დღევანდელი მდგომარეობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „მეგობარს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „მუშათა ცრუ მოარშიყეებს“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სალომე ბეჟანის ასულმა გურგენიძისამ თითქმის მთელი თავისი ქონება ქართულ გიმნაზიას შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ ხერხეულიძის დღიურის ნაწყვეტები.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 აგვისტოს ბელეტრისტი იასონ ნიკოლაიშვილმა სურამში გამართულ სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ მეგობრებთან ერთად შეკრიბა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესებულთა ჯგუფი, რომელიც შაბათობით იკრიბებოდა და ერთმანეთს უზიარებდა მოხსენებებს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას კლასის დამრიგებელმა კინშინმა და გიმნაზიის მეთვალყურე გუსევმა მასთან სახლში პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა აღმოაჩინეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის დაკრძალვაზე აკაკი ფაღავამ სიტყვა წარმოთქვა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში პოლიტიკური ხასიათის წიგნებს ყიდვისა და წაკითხვის მიზეზით კლასის დამრიგებელი კინშინი და გიმნაზიის მეთვალყურე გუსევი გიმნაზიიდან მის გარიცხვას მოითხოვდნენ.

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883-1889 წლებში გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას ჩამოყალიბებულ პოლიტიკით დაინტერესებულ მეგობართა წრეში ვალოდია ლორთქიფანიძისა და ივანე ლუზინის გარდა კიდევ სამი ყმაწვილი შედიოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში გუსევმა იაკობ ფანცხავასთვის ჩამორთმეული მიხაილოვსკის წიგნები მეორე დღეს პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში კინშინმა და გუსევმა გიმნაზიის დირექტორი სტოიანოვისგან იაკობ ფანცხავას სასტიკად დასჯა მოითხოვეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში სტოიანოვმა უარი თქვა იაკობ ფანცხავას დასჯაზე, რადგან მის სახლში აღმოჩენილი წიგნები ცენზურის მიერ ნებადართული იყო და მათი მოსწავლისთვის დაბრუნება ბრძანა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ ამხანაგებთან ერთად შეკრიბა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით დაინტერესებულთა ჯგუფი.