რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფრომ კერვალიშვილმა ჟურნალს სამი მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სოლომონ კიპრიზოვმა განათლების სამინისტროს 3-სართულიანი (40-ოთახიანი) სახლი შესწირა. სახლის ღირებულება იყო 30 000 მანეთი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში ხარფუხის კლუბმა აჭარლების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსახიობები ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია და სხვ. მიიწვია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 მაისს ჰაჯიყაბულის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას „ხორველობა“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ივ. გაჩეჩილაძე, ივ. ჩხიკვაძე, ელიოზაშვილისა, კ. კორძაია, სულაბერიძე, ღვინიაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 მაისს ჰაჯიყაბულის თეატრში წარმოადგინეს ვასილ ბალანჩივაძის „უბედური დღე“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ გაჩეჩილაძისა, ივ. გაჩეჩილაძე, პიპინაშვილი და სხვ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა პატიმრებისათვის საკვირაო სკოლის გასახსნელად და სასკოლო წიგნების, ასევე სხვა მასალისთვის შეკრიბა თანხა. ამ საქმისთვის საგუბერნიო საპატიმროთა კომიტეტმა 120 მანეთი გაიღო. სკოლა 3 ნოემბრიდან შეუდგა პატიმართა სწავლებას.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია თვითგანვითარებისა და სოციალიზმის საფუძვლიანად შესათვისებლად ივანე ბარნაბიშვილის მიერ შექმნილ სტუდენტთა წრეში გაერთიანდა.
1884
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1884 წელს იაკობ ლაღიაშვილს ჰყავდა ცოლი, ბანძელი მღვდლის, დანელიას ქალიშვილი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია მამამ სემინარიის შენობაში განთავსებულ პანსიონში მიაბარა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია, როგორც სასულიერო წოდების პირის შვილი, სემინარიის შენობაში განთავსებულ პანსიონში უფასოდ ცხოვრობდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თედო სახოკია თბილისში გაემგზავრა სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ივნისში ქართველ ქალთა სასწავლებლის სამზრუნველო საბჭოს წევრებად აირჩიეს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა, ეკატერინე ერისთავისა, ნინო ქობულაშვილისა და ა. ა. დაფქვიაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში დაზარალებულ აჭარელთა სასარგებლოდ ლუკა ქორქაშვილმა 10 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების მიერ გამართულ საღამოზე წარმოადგინეს დავით მესხის „მოფურჩხულია“ ზაქრო ურუშაძის მონაწილეობით.