რეგისტრირებული ფაქტები91834
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში კოტე ცინცაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს კინოთეატრებში მიხეილ ჭიაურელის მონაწილეობით პირველი ქართული საბჭოთა მხატვრული ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილი“ („გენერალ გრიაზნოვის მოკვლა“) აჩვენეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის თებერვალ-მარტში შალვა ნუცუბიძე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დავით (დევი) ანდრიას ძე აბაშიძე მე-4 შულავერის სანაპირო რაზმის ლეიტენანტი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე იყო რუსეთის ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს აბელ შევალიე იყო საფრანგეთის წარმომადგენელი საქართველოში და უმაღლესი კომისარი კავკასიაში.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს პეტრე დოლიძე გურიიდან დელეგატად გაგზავნეს საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის კონფერენციაზე.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წელს ქუთაისში პროვოკაციული ბომბის გასროლითა და შანტაჟისტ გეგეჭკორზე სიმულაციის მოწყობით ჩეკამ იერიში მიიტანა სოციალ-დემოკრატებზე, მთელ საქართველოში დააპატიმრეს პარტიის წევრები და ხელმძღვანელები.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი არჯევანიძე ქართულ წითელ არმიაში მსახურობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს გიორგი არჯევანიძე ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი ოფიცერი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს კონსტანტინოპოლში ყოფნისას ილია ოდიშელიძემ წაიკითხა მოხსენება 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის სხვა წევრებთან დაწყებული კონფლიქტის გამო, 1921 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე მათთან ერთად საფრანგეთში აღარ წასულა და კონსტანტინოპოლში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე პერიოდულად ჩადიოდა საფრანგეთში, მაგრამ საქართველოს სამთავრობო ემიგრაციასთან კონტაქტში არ შედიოდა და ცხოვრობდა განცალკევებით.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე თანამშრომლობდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნული იდეოლოგიის მქონე ემიგრაციასთან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს დავით ართმელაძე კოოპერაციაში შევიდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან და მონაწილეობდა ქართული წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის ვარდენ წულუკიძე თებერვალ-მარტში ბათუმის გამაგრებული რაიონის უფროსი იყო.

