საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89442

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 აგვისტოს გურჯაანში ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 აგვისტოს ავლაბრის თეატრში ვანო ივანეს ძე გიგოშვილის ნათარგმნი „არშინ მალ-ალანი“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო ივანეს ძე გიგოშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ შალვა დადიანის ხელოვნების მოკლე ისტორია დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „საქართველო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გვანცელაძის (დაროშვილის) ლექსი „სიზმრის დედოფალს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ხარიტონ ვარდოშვილის უსათაურო ლექსი დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ამბაკოს ძე ლომთათიძის თხზულება „გიღალატე... მაპატიე!“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბენო გორდეზიანის თხზულება „სამარადისო ძიება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა დიდუბის ეკლესიას 10 000 მანეთი უანდერძა, ავლაბრის წმ. მარინეს ეკლესიას – 2 000, დარიის მონასტერს ავლაბარში – 500, დიღმის წმ. გიორგის ეკლესიას – 1 000, კალოუბნის ეკლესიას თბილისში – 1 000 მანეთი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველა სიყმაწვილეში“ გაგრძელება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასასრული ნიკოლო მიწიშვილის თხზულებისა „მელანქოლია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის სტატია „მხოლოდ დადგენილება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 აგვისტოს ახალ კლუბში წარმოადგინეს „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ ნიკოლოზ გვარაძის მონაწილეობით.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის „ლექსი ბალმონტისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ V ნაწილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას 100 000 მან. უანდერძა, მცირეწლოვან დამნაშავეთა ახალშენს – 10 000, თბილისის სადოსტაქრო საავადმყოფოსთვის შენობის ასაგებად დატოვა 200 00 მანეთი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის უსათაურო ლექსი „გაფითრებული შევყურებდი შენს ნათელ სახეს“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ალექსი ალექსიძე 1915 წლის 3 ივლისს თბილისში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ვ . . . ს“.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლებში ალექსი ალექსიძე ბათუმის დრამატული დასის წევრი იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

კონსტანტინე ილიას ძე ჟურული II მეორე მსოფლიო ომში, 1916 წელს, დაიღუპა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის წერილი „ღამის მგოსანი“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე ილიას ძე ჟურული II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.