საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87070

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20-21 თებერვლის ღამეს სვიმონ მდივანი ანკარაში აჰმედ მუჰთარ ბეის შეხვდა. მათ ართვინისა და არტაანის საკითხი განიხილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში ჩასული თურქეთის დელეგაცია მიხვდა, რომ გიორგი ჩიჩერინთან ვერ მოილაპარაკებდა და იოსებ ჯუღაშვილთან შეხვედრა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს ახალციხესა და ახალქალაქში თურქეთის სამხედრო ნაწილების განლაგების სქემა გაუგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს მისწერა, რომ ქართველები ვერ გაუძლებდნენ ბოლშევიკების შემოტევას, საჭირო იყო მათთან მოლაპარაკება და ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დაკავება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს აცნობა, რომ ბოლშევიკების შესაძლო თავდასხმისგან თავდასაცავად მიიღო ზომები – გაამაგრა პოზიციები საქართველოს საზღვართან, არდაგან-ახალციხის გზაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 მარტს იოსებ ჯუღაშვილმა თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრა მოითხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში მყოფმა თურქეთის დელეგაციის წევრმა იუსუფ ქემალმა გიორგი ჩიჩერინს აუხსნა, რომ ისინი მოსკოვში პოლიტიკურ-სამხედრო ხელშეკრულების დასადებად იყვნენ ჩასულები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელ მარტს კიაზიმ ყარაბექირმა წითელი არმიის კავკასიის სარდლობას ბათუმის დაკავებისთვის მზადყოფნის შესახებ წერილი გაუგზავნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ თბილისში ანკარის მთავრობის წარმომადგენელ კიაზიმ დირიქს დახმარება სთხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გიორგი ჩიჩერინი ბათუმის თურქეთის საზღვრებში მოქცევის წინააღმდეგი იყო, თურქეთის დელეგაცია მას არ ეთანხმებოდა, ამიტომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტში სერგო ორჯონიკიძე კავკასიის ფრონტის სარდალი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში ჩასულ თურქეთის დელეგაციის წარმომადგენელ იუსუფ ქემალ ბეისთან საუბრისას გიორგი ჩიჩერინმა აღნიშნა, რომ რუსეთი თურქეთთან რაიმე სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას არ აპირებდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, ნ. ა. სულთან- კრიმ-გირეისა და ალექსანდრე ქალანთარისათვის მიენდოთ 8 ნოემბერს პირუტყვთა მმფარველი საზოგადოებისთვის საიუბილეო დღესასწაულის მილოცვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 მარტს მოსკოვში გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის დელეგაციას განუცხადა, რომ რუსეთი უარს იტყოდა ტრაპზონზე, თუ თურქეთი უარს იტყოდა ბათუმზე. იუსუფ ქემალი ამ წინადადებაზე არ დათანხმდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 25 ოქტომბერს სასოფლო სამეურნეო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე საბჭომ გადაწყვიტა, კერძო ვექილ გ. ბ. საყვარელიძისთვის მიენდო თბილისის საბაღოსნო სკოლისთვის მამულის შესაძენად საბუთების განხილვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შეატყობინა, რომ მას ჰქონდა ნოე ჟორდანიას მიერ სვიმონ მდივნისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც საქართველოს მთავრობა თურქეთს დროებით ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დაკავებას სთხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში თურქეთის დელეგაციამ იოსებ ჯუღაშვილთან შეხვედრაზე ეროვნული პაქტით განსაზღვრული საზღვრების შესახებ ისაუბრა და ბათუმის პორტის მმართველობის ხალხისთვის გადაცემის მზადყოფნა გამოთქვა. ბათუმის პორტს საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში კავკასიის ფრონტის სარდალმა სერგო ორჯონიკიძემ კიაზიმ ყარაბექირს ყარსში მყოფი მოკავშირე ოფიცრის მეშვეობით შეატყობინა, რომ ბათუმს თურქებს არ დაუთმობდნენ, რომ ეს საკითხი მოსკოვის კონფერენციაზე განიხილებოდა.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ბიძა, ექვთიმე კუკავა.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წელს ხეთაში თედო სახოკიას ბიძის, ექვთიმე კუკავას სახლი ტყეში იდგა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს ალექსანდრე (ალექსი) ოქროპირიძე იყო აფხაზეთის ეპისკოპოსი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკიას ოჯახი რუსეთ-ოსმალეთის ომს სოხუმიდან სამეგრელოში გამოექცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომს გამოქცეულმა თედო სახოკიას ოჯახმა თედოს ბიძასთან, ექვთიმე კუკავასთან შეაფარა თავი.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ძიძა, ირინა ლატარია.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868-1871 წლებში, სამ წლამდე თედო სახოკია ძიძასთან, ირინა ლატარიასთან იზრდებოდა.