რეგისტრირებული ფაქტები87089
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მარტს თურქეთის არმიის მე-11 პოლკის ორი ბატალიონი და ერთი ასეული მაიორ შუქრუ ბეის მეთაურობით აჭარის ხიდთან გამაგრდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. პირველი სექციის წევრებად აირჩიეს ტიმოფეევი, ვუჩინო, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე, ავქსენტი ნაკაშიძე, ოტო სიმონსონი და იოსებ იაკობის ძე ქუთათელაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ლენინის მითითებით საქართველოს რევკომმა ნოე ჟორდანიასთან ბათუმში საგანგებო დელეგაცია გაგზავნა და მას საქართველოში დარჩენა შესთავაზა. ნოე ჟორდანიამ დელეგატების წინადადება არ მიიღო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მარტს ქართველებმა სამაიასა და გოროდოკში მდგარ თურქულ ბატალიონებს ცეცხლი გაუხსნეს. კიაზიმ დირიქი ტელეგრაფით მოელაპარაკა ქართველებს ცეცხლის შეწყვეტაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში XI არმიის სარდალმა დიმიტრი ჟლობას მე-18 დივიზიას დაავალა, ბათუმი დაეკავებინათ, სანამ იქ თურქი ასკერები შეაღწევდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ადმირალ დიუმენილის ბრძანებით საფრანგეთის ესკადრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აფხაზეთში შემოჭრილი წითელარმიელების მოგერიებაში დაეხმარა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში გრიგოლ ლორთქიფანიძის დაჟინებით საბჭოთა მხარემ გააუქმა ქუთაისიდან ბათუმისკენ დაძრული წითელი არმიის დაჯგუფებისთვის მიცემული შეტევის ბრძანება, მაგრამ დიმიტრი ჟლობას ნაწილის წინსვლა არ შეუჩერებია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ემიგრაციაში წასვლის წინ საქართველოს მთავრობამ ბათუმის ციხიდან სერგო ქავთარაძესთან ერთად რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლა. მათ შესთავაზეს, ბათუმში ხელში აეღოთ ძალაუფლება და მიეღოთ ზომები ქალაქიდან თურქეთის ჯარის განდევნისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1906 წლებში ფოთში ყოფნის პერიოდში იაკობ ფანცხავა მონაწილეობდა ფოთის პორტის გასაფართოებლად და ქალაქის გასაუმჯობესებლად წარმოებულ ყველა პროექტში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1906 წლებში ფოთში ყოფნის პერიოდში იაკობ ფანცხავა ხელმძღვანელობდა გიმნაზიის მშენებლობისთვის საჭირო თანხების შეგროვებას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1906 წლებში ფოთში ბიბლიოთეკის დაარსების გამო იაკობ ფანცხავას მრავალი უსიამოვნება შეხვდა ფოთის გუბერნატორის კანცელარიის მმართველ სიპოვიჩისგან.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897-1906 წლებში ფოთში ყოფნის დროს იაკობ ფანცხავა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1906 წლებში ფოთში ყოფნის დროს იაკობ ფანცხავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში ახალ წევრთა შემოკრებისა და საწევრო მოსაკრებლის საქმეებს უძღვებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1906 წლებში იაკობ ფანცხავა ფოთის დრამატიული საზოგადოების წევრობის პერიოდში ახალ პირთა გაწევრიანებისა და საწევრო მოსაკრებლის საქმეებს აწარმოებდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის ქალაქის გეგმის შედგენის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისში გადასვლისთანავე მისი ინიციატივით ქალაქში ჩატარდა ქუჩების მოკირწყვლის სამუშაოები.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარე.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საზოგადოების „სინათლე“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

