რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ერასტო ქირია, ილარიონ ბალიშვილი, პეტრე აკობია, სილონ წურწუმია და სანდრო მინჯია ბათუმისთვის იბრძოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარანდია და ლადო მეტრეველი ბათუმისთვის იბრძოდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს ერასტო ქირია, ილარიონ ბალიშვილი, პეტრე აკობია, სილონ წურწუმია და სანდრო მინჯია დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ, საძმო საფლავში.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს როსტომ მუსხელიშვილი საქართველის დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს როსტომ მუსხელიშვილი სამხედრო ცენტრთან თანამშრობლობდა და მას საიდუმლო ცნობებს აწვდიდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა გენერალ-მაიორ იერემია არწრუნის სააპელაციო სარჩელი, რომელიც ნიკოლაოზ გაბროვს 1000 მანეთს ედავებოდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს ფარნაოზ ყარალაშვილი საქართველოს წითელი არმიის პოლკის უფროსის თანაშემწე იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 თებერვალს ლევან პერტენავამ 1000 მანეთი შესწირა აბაშის ეკლესიის შესაკეთებლად და 100 მანეთი – აბაშის სოფლის ღარიბ სამკითხველოს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის სექტემბერში ფანრაოზ ყარალაშვილი ძეგვის ხიდის დამცველ მეტყვიამფრქვევეთა რაზმს ხელმძღვანელობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 13 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ამიერკავკასიის სასოფლო ხალხოსნობის კრების მდივან ნიკოლოზ სიტოვსკის კრებისათვის განსახილველად წარუდგენია „სასოფლო ხალხოსნობის კომისივრობისა და სასოფლო ხალხოსნობის შკოლის გამართვის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა დარგობრივი სასწავლებლების დაარსებას ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს გიორგი ხიმშიაშვილი იყო საქართველოს ბრიგადის სამოსწავლო ბატალიონის უფროსი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 თებერვალს ზუბალაშვილის სახალხო სახლში მოხეტიალე მუსიკოს ილიკო ქურხულს უნდა გაემართა ლექცია-დილა. პირველ და მეორე განყოფილებაში მას უნდა წაეკითხა თავისი „მოხეტიალე მუსიკოსის ნაწერებიდან". მესამე განყოფილებაში ვიოლინოზე აპირებდა თავისი რეპერტუარიდან სხვადასხვა მუსიკოსთა ნაწარმოებების შეასრულებას. ფისჰარმონიაზე აკომპანიმენტს გაუწევდა ზაქარია ფალიაშვილი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს გიორგი ხიმშიაშვილმა მიიღო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეთავაზება მათი წარმომადგენელი ყოფილიყო სამხედრო ცენტრში.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს გიორგი ხიმშიაშვილი შევიდა სამხედრო ცენტრში და მონაწილეობას იღებდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.

