რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს ალექსი გეგეჭკორმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის შესახებ პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს პ. ა. საბაშვილი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ოქტომბერს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ფილიპე მახარაძე ესწრებოდა, გადაწყდა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტს შეერჩია.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი მიხეილ ოკუჯავა საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ოქტომბერს ვლადიმერ ელიზბარის ძე დუმბაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი კ. მ. ცინცაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ოქტომბერს ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი ეფრემ ეშბა საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ოქტომბერს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველი პლენუმი, რომლის თავმჯდომარე იყო ბესარიონ ლომინაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ოქტომბერს კირილე კაკაბაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ივანე ელიაშვილი და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მეორე ქართულმა გაერთიანებულმა საარტილერიო დივიზიონმა გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მოეთხოვა იმ წიგნების სია, რომლებიც ჰქონდათ და სხვები გაეგზავნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნივერსიტეტმა გამგეობას შეატყობინა, რომ 29 ოქტომბერს, 12 საათზე, პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს საიუბილეო დღესასწაულს უმართავდა. გამგეობამ დაადგინა, იუბილეს საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე დასწრებოდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზ. ლომთათიძემ გამგეობას მეტეხის ციხეში მყოფი ხევსური პატიმრებისთვის წიგნები სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის თანხმობით პროფესორ პეტრე მელიქიშვილს საჩუქრად გადასცეს 300 000 მანეთის ღირებულების ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებული.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილი შეასწორა და შეავსო კომისიამ, რომლის წევრები იყვნენ პავლე მეტრეველი, ათანასე ხარაბაძე, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე იუსუფ ცივაძემ გამგეობას ფინანსური დახმარება სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო მას უარი უთხრა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის განსახილველად 22 ოქტომბერს დაგეგმილი საზოგადო კრება, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა, დეკემბრის დასაწყისში გმართულიყო. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კანცელარიის ბინის შეკეთების საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, ბინის შესაკეთებლად 2 მილიონი მანეთი გადაედო.

