რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდოზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლების გაყიდვას. ტირაჟში გამოსული 13 ჟურნალის გარდა საზოგადოებას ჰქონდა 104000 მანეთის ღირებულების ფურცელი. საზოგადო კრებამ დაადგინა ფურცლების გაყიდვა. განჩინების თანახმად, გადაწყდა ცნობების შეკრება გირავნობის ფურცლების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქშწკგ საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას აცნობეს, რომ ტირაჟით გამოვიდა თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები. ფურცლის ნომინალური ფასი იყო 5300 მანეთი. განჩინებით ეს საკითხი ცნობად მიიღეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის აღწერის კომისიის არჩევის საკითხი. გამგეობამ დაავალა პრეზიდიუმს საწყობის აღმწერის დაქირავება და აღწერის აქტის შემდეგ სხდომაზე წარდგენა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს კიაზიმ ბეი იყო ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოში.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 15 თებერვალს სოფელ ახალშენში ვერა გაბრიელის ასულ რატიშვილი-წინამძღვრიშვილის წლის წირვა და საფლავის კურთხევა გაიმართებოდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 თებერვალს სამხედრო საბჭომ გენერალ ილია ოდიშელიძის ნაცვლად მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 თებერვალს ქართული ჯარის მთავარსარდლობიდან გადაყენების შემდეგ ილია ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის საქართველოზე თავდასხმისას გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 თებერვალს მთავარსარდლად დანიშვნისთანავე გიორგი კვინიტაძემ გამოიხმო საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები, მას სარეზერვო ქვედანაყოფები და სამხედრო სკოლის იუნკრები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რომ სამჯერ მეტმა მტერმა ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა ვერ შეძლო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 თებერვალს იუნკერთა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ნიკოლოზ მათიკაშვილი, ტაბახმელაში იყვნენ და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლი იუნკრების სკოლის მოსწავლეები ნოე ჟორდანიამ და გიორგი კვინიტაძემ მოინახულეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-22 თებერვალს ბოლშევიკები ძირითადად უტევდნენ შუა ფრონტს, რომლის მეთაური იყო გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

