საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია და იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 მარტს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია და იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ გათხრილ საძმო საფლავში.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ოზურგეთის რაიონის სოფ. თხინვალის მცხოვრები იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1899 წელს დაიბადა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, გივი ცომაია და ვანო შიოს ძე ბიჭიკაშვილი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია ბათუმის მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა მუშად.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჩიბათის მცხოვრები სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1896 წელს დაიბადა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მარტს აჰმედ მუჰთარ ბეიმ გიორგი ჩიჩერინს მისწერა – საქართველოში წითელი არმიის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის გაგზავნა სთხოვა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

წყალტუბოს რაიონის სოფ. ოფურჩხეთის მცხოვრები თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1902 წელს დაიბადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის წერილი „ქართველ მაჰმადიანთა კაცთმოყვარეობა“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმის თურქებისგან გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის დიმიტრი ჟლობამ საჩუქრად საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ეტლი დაიმსახურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში შალვა მაღლაკელიძე ბათუმში დიმიტრი ჟლობას შეხვდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 აპრილს ბაქოს საბჭოს სხდომაზე სერგო ორჯონიკიძემ განმარტა, რომ რუსეთმა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად თურქეთს ყარსი, ართვინი და არტაანი დაუთმო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა წმ. ნინოს ლაზარეთში მწოლიარე ვაჟა-ფშაველასა და მისი მომვლელი მოწყალების დების ფოტო, გადაღებული ევტიხი ჟვანიას მიერ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 მარტს სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, გივი ცომაია და ვანო შიოს ძე ბიჭიკაშვილი დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ გათხრილ საძმო საფლავში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს რუსეთის შეტევის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ანკარაში სიმონ მდივანს მისწერა, რომ ქემალ ფაშას არტაანისა და ართვინის ოლქის სანაცვლოდ დახმარების მიღებაზე დათანხმებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტის“ 1921 წლის 26 მარტის ნომერში დაიბეჭდა თედო ღლონტის სტატია „მოსკოვის კონფერენცია და საქართველო“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში სიმონ მდივანმა ნოე ჟორდანიას აცნობა, რომ თურქეთის 3-მა მინისტრმა მთავრობის სახელით სიტყვიერი თანხმობა განაცხადა საქართველოს მდგომარეობის განმტკიცებამდე ბათუმის ოლქის დაკავებაზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 20 მარტის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ფილიპე მახარაძის წერილი, რომელშიც ის აჭარის ოლქს ავტონომიას აღუთქვამდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 დეკემბერს XI წითელი არმიის სარდალმა ა. ჰეკერმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე აუცილებელი იყო თურქეთთან შეთანხმება.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 23 წლის მიხეილ აბაშიძე დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში მიხეილ აბაშიძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, მიხეილ აბაშიძე იყო აზნაური.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 17 წლის მიხეილ აბაშიძე დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში მიხეილ აბაშიძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, მიხეილ აბაშიძე იყო აზნაური.