რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904-05 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილი გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი მალე გამოჯანმრთელდა, მაგრამ მარცხენა ხელს ვეღარ ამოძრავებდა, ფეხშიც მძიმედ იყო დაჭრილი და მას შემდეგ ჯოხით დადიოდა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის მარტში, ემიგრაციაში გამგზავრების წინ, საქართველოს მთავრობამ ვანო სტურუა ბათუმის ციხიდან გაათავისუფლა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული შალიკო ტურაბელიძე ქუთაისში დაკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ნიკოლოზ ივლიანეს ძე წულაძე ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული მინასე ლადიკოს ძე დოლიძე ოზურგეთის რაიონის სოფ. ასკანაში დაკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს მინასე ლადიკოს ძე დოლიძე ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტში შალვა ზურაბის ძე ელიავა საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისარი და სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი იყო.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წელს, ქართული დივიზიის დაშლის შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილი კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით დააპატიმრეს და ორწელიწად-ნახევარი ციხეში ამყოფეს, ხოლო შემდეგ 5 წლით სამშობლოდან გააძევეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ლეიტენანტი სულეიმან ირემაძე ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ალი ხასანის ძე ასათიანი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში აკაკი სტეფანეს ძე ნარსია და სარდიონ ნესტორის ძე ფირცხალაიშვილი ლანჩხუთის რაიონის სოფ. ნიგოეთში დაკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს აკაკი სტეფანეს ძე ნარსია და სარდიონ ნესტორის ძე ფირცხალაიშვილი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ივლისში ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი იაკობ თომას ძე ცინცაძე გიმნაზიის გამგემ სამსახურიდან გაათავისუფლა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული ლეიტენანტი სულეიმან ირემაძე ხულოს რაიონის სოფ. ღორჯომში დაკრძალეს.

